ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი ჩილეში გაფრინდა

სანჩესი ჩილეში გაფრინდა

ესპანური დროით 14 საათზე ალექსის სანჩესი სანტიაგოში ჩაფრინდა. უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ის ჩილეში დაისვენებს.

როგორც გამოცემა “La Tercera” გადმოგვცემს აეროპორტში აჟიოტაჟი არ ყოფილა. “ბარსელონას” ახალწვეულს აეროპორტში 2 გულშემატკივარი და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მიუხედავად ამისა უსაფრთხოების ზომების გამო აეროპორტი მან სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

სანჩესი “ბარსელონაში” 8 აგვისტოს დაბრუნდება და ამ დღეს ივარჯიშებს ის გვარდიოლას გუნდთან. პეპთან შეხვედრისას სანჩესმა სურვილი გამოთქვა, რომ გუნდს ახლავე შეერთდებოდა, მაგრამ პეპმა მას დასვენება ურჩია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში