“ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია კმაყოფილი დარჩა აუდის თასის ფინალში გასვლით, თუმცა აღნიშნა, რომ ამ თამაშების მიზანი “არ არის მხოლოდ გამარჯვება“.
აუდის თასზე, ბრაზილიურ “ინტერნაციონალთან” გამართული მატჩის შემდეგ დავიდ ვილიამ აღნიშნა: “ჩვენი მისია ახლა ბატარეების დატენვაა, მაგრამ უკეთესი რა თქმა უნდა გამარჯვებაა“.
ვილიას ბწრყინვალედ ესმის, თუ რატომ არ ღებულობს ბევრ სათამაშო დროს: “ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ახლა მიზანი მხოლოდ გამარჯვება არაა. ჩვენ კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ“.
გამოსვლის ბოლოს ვილიამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კანტერანოების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მატჩში: “მათ თამაშზე ყურება დიდი სიამოვნებაა, რადგან ბწრყინვალედ იციან ჩვენი ფილოსოფია. ეს “ლა მასიას” მრავალწლიანი მუშაობის ნაყოფია“.


