ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ახალი წინადადება

“ბარსელონას” ახალი წინადადება

“ბარსელონამ” სესკ ფაბრეგასის გადმოსაყვანად “არსენალს” ახალი წინადადებით მიმართა. კატალონიური კლუბი ფეხბურთელში 36 მილიონ ევროს იხდის, გადმოგვცემს marca.

ამავე გამოცემის ცნობით “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ ფაბრეგასი მის გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

ამ წინადადებაზე რა რეაქცია აქვთ “არსენალის” ხელმძღვანელებს ჯერ–ჯერობით ნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონური კლუბი თანახმაა სესკი 38 მილიონ ევროდ გაუშვას. ამასთანავე გასულ კვირას “კანონირებმა” ესპანურ კლუბს 10 დღიანი ვადა მისცა, რათა ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება მოხდეს.

შეგახსნებთ, რომ “ბარსელონამ” ” არსენალს” მიმდინარე ზაფხულს უკვე შესთავაზა 31 და 35 მილიონი ევრო. გასულ სეზონში სესკ ფაბრეგასი ინგლისის ჩემპიონის 25 მატჩში გავიდა მოედანზე და გაიტანა 3 გოლი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში