“ბარსელონას” ახალმა ფეხბურთელმა “ბარსა ტვ”–ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ასეთ დახვედრას არ ელოდა და მოხარულია მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან კონტრაქტის გაფორმებით.
როგორც იქნა ალექსის სანჩესი “ბარსელონას” ტელეარხის კამერების წინ გამოჩნდა და მცირე ინტერვიუ მისცა. მას ერთი სული აქვს, რომ დაეხმაროს ევროპის ამჟამინდელ ჩემპიონს.
ჩილელმა განაცხადა: “ამჟამად “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ჩემს ოჯახთან ერთად გადავწყიტე, რომ ამ კლუბში კარიერის გაგრძელება საუკეთესო ვარიანტია ტიტულების მოსაპოვებლად”.
ალექსისმა ასევე აღნიშნა, რომ “ბარსაში” თამაში უკვე დიდი ხანია მისი ოცნება იყო: “აქ ყოფნა ბავშვობის ოცნებაა”.
ბოლოს კი სანჩესმა გაკვირვება გამოხატა გულშემატკივრების ასეთი დახვედრით, რომლებიც მას აეროპორტში და სტადიონთან ახლოს დახვდნენ, რათა შეგებებოდნენ ახალ ფეხბურთელს: “არ ველოდი, რომ ჩემს დასახვედრად ამდენი ადამიანი მოვიდოდა” – განაცხადა ალექსისმა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=]



