გუშინ, “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანს, ჟერარ პიკეს, Twitch-ზე სადებიუტო სტრიმი ჰქონდა.
სტრიმი, თითქმის, ორ საათი გაგრძელდა. მასში მონაწილეობა, ესპანელ სტრიმერ იბაისთან ერთად, რიკი პუჩმა და არნაუ ტენასმაც მიიღეს – ფეხბურთელები პიკეს სახლში იმყოფებოდნენ. ამ პერიოდში მცველის ახალმა არხმა 200 ათასი გამომწერი შეიძინა.
გთავაზობთ სტრიმის ყველაზე საინტერესო მომენტებს.
გულშემატკივრები
როგორც ჩანს, პანდემია დასასრულისკენ მიდის. სხვა ქვეყნებში სტადიონები უკვე ბოლომდე ივსება. იმედია, “კამპ ნოუზე” 90 000 გულშემატკივარი მალე გვეყოლება. სავსე “კამპ ნოუ”, განსაკუთრებით, მნიშვნელოვან მატჩებში მაკლია.
“ბარსელონა” მსოფლიოს უდიდესი კლუბია. ახალ ეპოქას ლეოს გარეშე ვიწყებთ, მაგრამ ყველაფერი გამოგვივა. კლუბს საუკეთესო ადამიანები მართავენ, “ბარსას” ასეთი სიტუაციები აქამდეც გადაუტანია.
ბართომეუ თუ ლაპორტა
სიმართლეს ვერ დავმალავ, ბართომეუსთან თავს მოტყუებულად ვგრძნობდით. ჟოანი ფეხბურთელებთან უფრო ახლოსაა, ჩემი აზრით, იგი კლუბში წესრიგს ამყარებს.
სხვათა შორის, დღეს, ბართომეუს ცეკვის ვიდეო შემხვდა, ქანქარას ჰგავდა.
ვიდეო, რომელზეც პიკე საუბრობს:
Bartomeu esperando la comparecencia de Joan Laporta… pic.twitter.com/kGgRaE8GX2
— Dongcast (@JoanFontes) August 15, 2021
უცნაური სელფები
სელფების შესახებ ბევრი მეკითხება. უბრალოდ მოწყენილი ვიყავი, ეს მხოლოდ ხუმრობაა.
წვერის გაზრდას ჯერ არ ვაპირებ, ასე უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. მაგრამ წვერის ყოველ ორ დღეში ერთხელ პარსვა ცოტა დამღლელია.
10 ნომერი
ახალგაზრდები
ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ნიკო და გავი “ბარსაში” კიდევ დიდხანს ითამაშებენ. ჩვენ გვყავს რიკი, ანსუ, პედრი, არაუხო, დემირი და სხვები. მომავლისთვის, შესანიშნავი შემადგენლობა გვეყოლება.
იუსუფ დემირის დრიბლინგი მესის მახსენებს. ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მაღალ დონეზე თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის დახმარებას შეძლებს.
დამიჯერეთ, არნაუ ტენასი მომავალი ვიქტორ ვალდესია.
მემფისი
რიკი პუჩი:
პიკე:
ნეიმარი
პიკემ განაცხადა, რომ Twitch-ზე სტრიმს ყოველი საშინაო მატჩის შემდეგ გაუშვებს.
სასწაული კაცია რაა
ტიპი ციხეში უნდა იჯდეს წესით და გულაობს სანაპიროზე😡….10 ნომერი მომავალში ფატის უნდა მისცენ,გააჩნია როგორ სეზონს ჩაატარებს👍👍
შაკირიიიიჩ კლასნი ხარ შეჩ
არა რა ახალი, 2006 წლიდან არსებობს
დამპალმა ერთი პენიც კი არ მომცა😂😂🥰🥰
ყველაზე მეტად მეუასები შეეეჩ🤤
ეს ტვიტჩი რამე ახალია?
ბართო ცეკვავს თუ ზასაობს.
მემფისი რა კლასნად თამაშობს 😍😍 როგორც ვივარაუდე მე, საუკეთესო ვერსიას ახლა ვნახავთ დეპაისას თქო.