გვარდიოლა და ჰიდინკი როგორც მწვრთნელები ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ როგორც მწვრთნელი და ფეხბურთელი.გუს ჰიდინკი სანამ ჩელსიში სამუშაოდ მივიდოდა, მანამდე იგი “ვალენსიას”, “რეალის” და “ბეტისის” ფეხბურთელებს წვრთნიდა. ამ პერიოდებში იგი “ბარსელონას” რვაჯერ შეხვდა, აქედან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.
1993 წლის 20 მარტს იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდმა” მესტალიაზე 4-3 დაამარცხა ჰიდინკის “ვალენსია”. ამ წელს “ბარსელონამ” კრუიფის ხენმძღვანელობით მე-3 მოიგო ლა ლიგა.
1999 წლის 14 თებერვალს ლუის ვან გაალის “ბარსელონამ” ჰიდინკის “რეალი” მიიღო “ნოუ კამპზე” და 3-0 დაამარცხა, ლუის ენრიკეს დუბლისა და რივალდოს გოლის წყალობით.
1992 წლის 11 აპრილს ჰიდინკის ვალენსიამ უმასპინძლა “ბარსელონას” და 1-0 დაამარცხა სადაც ხოსეპ გვარდიოლაც მონაწილეობდა, ამ თამაშში რონალდ კუმანმა პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო გვარდიოლამ კი 2 ყვითელი მიიღო და თამაშიდან გააძევეს.
მეორე და საბოლოო გამარჯვება ჰიდინკის იყო “ბეტისის” მწვრთნელობის დროს, როდესაც 2000 წლის 13 თებერვალს “ბარსა” ესტუმრა “ბეტისს”. ეს მატჩი ბეტისმა 2-1 მოიგო. ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა ჰიდინკისა და “ბარსელონასი”.
www.fcbarcelona.cat



