რატომ სურს კუმანს საულის დამატება – 7 მიზეზი

რატომ სურს კუმანს საულის დამატება – 7 მიზეზი

დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ანტუან გრიზმანი – “ატლეტიკოში”, საულ ნიგესი კი “ბარსელონაში” აღმოჩნდება. გავრცელებული ცნობებით, კატალონიური და მადრიდული კლუბები ხსენებული ფეხბურთელების გაცვლაზე აქტიურად მუშაობენ და ისინი უკვე გადამწყვეტ ეტაპზე არიან. ამაზე თანახმანი არიან გუნდების მთავარი მწვრთნელებიც.

Mundo Deportivo ჩამოთვლის 7 მიზეზს, თუ რატომ სურს რონალდ კუმანს საულის “ბარსაში” ხილვა:

  1. “ბარსელონა” ახალ მუშა ფეხბურთელს ეძებს. საული, ფაქტობრივად, დაუღალავი მოთამაშეა. მან გასულ 7 წელიწადში სეზონში საშუალოდ 48 მატჩი ჩაატარა.
  2. ესპანელი ნახევარმცველი პედრიზე, ილიაშ მორიბასა და რიკი პუჩზე უფრო მეტად გამოცდილია. საული ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, თუმცა მან ლა ლიგაში უკვე 9 სეზონი ჩაატარა.
  3. შეტევითი საფრთხე – მიუხედავად იმისა, რომ საული ნახევარმცველია, მან უკვე გაიტანა 43 გოლი “ატლეტიკოში”, რომელიც უმეტესწილად დაცვითი გუნდია.
  4. საული მემარცხენენა, ხოლო “ბარსას” ყველა სასტარტო შუახაზელი – სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და პედრი – მემარჯვენე.
  5. ესპანელი შეტევაში აგრესიულია, რაც კუმანს მოსწონს. მაგალითად, მირალემ პიანიჩი აქცენტს უკან პასზე აკეთებს.
  6. საულს სურს, კვლავ მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცეს. იგი 2020/21 წლების სეზონში ძირითადად სათადარიგო იყო, რის გამოც მან ევრო 2020 გამოტოვა. ესპანელი შუახაზელი ახლა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მოლოდინშია და ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს.
  7. საული ტრავმებისკენ მიდრეკილი არაა. ნიგესს კარგი ფიზიკური მდგომარეობა და ვეგეტერიანული დიეტა მუდამ ფორმის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 16 ივლ 2021, 09:39

    კაი დოვოდებია, მთავარია კონტრაქტიც დაიხუროს, თორემ ასე უაზრო სტატიებს რა მიზანი აქვს?

  • me da barca
    schedule 16 ივლ 2021, 07:47

    მაშინ გამოდის, რომ სათადარიგო ფეხბურთელში ვუცვლით ძირითადის ფეხბურთელს და ფულსაც არ გვიმატებენ.

  • jigliga
    schedule 16 ივლ 2021, 04:44

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: xavi73
    კუმანს უნდა აედო გუნდიდან მარა ყველაფერს კუმანს ვეღარ დავაბრალებ ტრანსფერებს ეგ არ აკეთებს და პრეზიდენტზეა ეგ პრეროგატივა , წელს უფრო სუსტი გუნდი გვყავს ვიდრე წინა სეზონში დღეის მდგონარეობით ,გრიზმანის გაშვება არის უდიდესი შეცდომა სუარესის გაშვებაზე უფრო დიდი.. და აი ნახავთ ახალი სეოზნიდან


    რაის უფრო სუსტი გუნდი შენ რა გაჟრიალებს?? ხალხნო მითხარით როგორ დავუკავშირდე საიტის ადმინისტრატორს მემგონი რეალის ფანები შემოგვესიენ და თავს გვაჩვენებენ ვითომ ბარსას ფანები ვართო


    ჯერ ზრდილობა გამოავლინე ნებისმიერი ადამიანის მიმართ და შენი აზრის დაფიქსირების დროს თორე სალანძღავი ლექსიკონი ყველა აქვს ჩემო (ძმაო,დაო)

  • სპარტაკი
    schedule 15 ივლ 2021, 19:32

    საული რომ ცუდი ფეხბურთელი არაა ეგ ყველამ ვიცით.. ატლეტიკოს რატომ სურს მოიშოროს და გაყიდოს ვერ ვიტყვი.. მაგრამ მოკლედ მინდა გრიზმანი დავახასიათო ტიპი დაუღალავად შრომობს და არაა თავშიავარდნილი… იმედი მაქვს ეს ბარტერი გაამართლებს..

  • Albicelecte
    schedule 15 ივლ 2021, 16:43

    საული ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მისი გადმოსვლა დასუსტებას ნიშნავს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2021, 15:01

    უმაგრესი ტრანსფერია. გრიზმანის ადგილი ისედაც არ არის ბარსელონაში.

    ტერ შტეგენი, პენია, ტენასი.

    არაუხო, პიკე, გარსია, მინგესა, (რომერო, ლაპორტი).

    დესტი, ემერსონი, ალბა, (გაია/ბალდე)

    ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, საული, მორიბა, ნიკო გონსალესი, (აუარი/პიანიჩი/კოუტინიუ)

    მესი, ფატი, დეპაი, კოლადო, აგუერო, დემირი, (ისაკი/დემბელე)

    აი ამ სასტავზე რა ნამუსით უნდა თქვას ვინმემ რომ წინა სეზონისაზე სუსტია?:დ წინა სეზონში ელემენტარულად ფორვარდი არ გვყოლია

  • Ludovik
    schedule 15 ივლ 2021, 14:23

    ეს მეორე პიანიჩი, რად უნდა ამდენი ნახევარმცველი ან ეს თავდამსხმელები. გუნდები რა შემადგენობით დებენ შედეგებს. მცველია საჭირო მაღალი დონის, ისე არეშველება ამ საქმეს არაფერი

  • M10 S9 D11
    schedule 15 ივლ 2021, 14:17

    ციტატა: xavi73
    კუმანს უნდა აედო გუნდიდან მარა ყველაფერს კუმანს ვეღარ დავაბრალებ ტრანსფერებს ეგ არ აკეთებს და პრეზიდენტზეა ეგ პრეროგატივა , წელს უფრო სუსტი გუნდი გვყავს ვიდრე წინა სეზონში დღეის მდგონარეობით ,გრიზმანის გაშვება არის უდიდესი შეცდომა სუარესის გაშვებაზე უფრო დიდი.. და აი ნახავთ ახალი სეოზნიდან


    რა ლოგიკით გვყავს ეხლა უფრო სუსტი გუნდი ვიდრე წინა სეზონში ნუ გადამრიეთ ხალხო

  • nika gela9fcb
    schedule 15 ივლ 2021, 13:31

    M10 S9 D11,
    argevaseba grizmani rogorc chans tore gashashvebis meti raari

  • xavi73
    schedule 15 ივლ 2021, 13:28

    კუმანს უნდა აედო გუნდიდან მარა ყველაფერს კუმანს ვეღარ დავაბრალებ ტრანსფერებს ეგ არ აკეთებს და პრეზიდენტზეა ეგ პრეროგატივა , წელს უფრო სუსტი გუნდი გვყავს ვიდრე წინა სეზონში დღეის მდგონარეობით ,გრიზმანის გაშვება არის უდიდესი შეცდომა სუარესის გაშვებაზე უფრო დიდი.. და აი ნახავთ ახალი სეოზნიდან

  • M10 S9 D11
    schedule 15 ივლ 2021, 13:19

    ციტატა: nika gela9fcb
    M10 S9 D11,
    mesis gamo gaeshvat dembelee ,da jer kide aravin aricis braitas ambavi eg tu datoves me tamashebs agar vuyureb maseti fexburteli barsas burtis momtanad unda yavdes

    mivyidot atlerikos fexburtelebi ,chven iseti gundi vart bolo periodshi winamgdegoba gvakliada magitom sachiroaa masee😂😂reals xo daendzra barsas xo dandzreuli aq atletikos xana iwyebaa


    დემბელე არავის უნდა და რა ვქნათ პლიუს აგუერო დეპაი და გარსიას დასარეგისტრირებლები არიან გრიზმანი ყველა ვარიანტში წავიდოდა

  • nika gela9fcb
    schedule 15 ივლ 2021, 13:13

    M10 S9 D11,
    mesis gamo gaeshvat dembelee ,da jer kide aravin aricis braitas ambavi eg tu datoves me tamashebs agar vuyureb maseti fexburteli barsas burtis momtanad unda yavdes

    mivyidot atlerikos fexburtelebi ,chven iseti gundi vart bolo periodshi winamgdegoba gvakliada magitom sachiroaa masee😂😂reals xo daendzra barsas xo dandzreuli aq atletikos xana iwyebaa

  • M10 S9 D11
    schedule 15 ივლ 2021, 13:09

    ციტატა: nika gela9fcb
    am kumans kide acmevinet ra vabshe aze araa erts kargad vaginebdi magram arminda bani mag xis tavianis gamo grizmans ushveben da braitas toveben da dembeles ai ris gamo prosta raa gaxikon es uargisebi amatii 😡😡😡


    ვინ გითხრა რო ბრაიტვაიტს ტოვებენ გრიზმანს მესის გამო უშვებენ უნდა გაეშვათ კიდეც ოღონდ არა ატლეტიკოში

  • nika gela9fcb
    schedule 15 ივლ 2021, 13:04

    am kumans kide acmevinet ra vabshe aze araa erts kargad vaginebdi magram arminda bani mag xis tavianis gamo grizmans ushveben da braitas toveben da dembeles ai ris gamo prosta raa gaxikon es uargisebi amatii 😡😡😡

  • M10 S9 D11
    schedule 15 ივლ 2021, 13:03

    ტიპი ატკეტიკოშია და მანდ თამაშობდა სანახაობრივ და ტექნიკურ ფეხბურთს და ეს რო ბარსაში გადმოვა და სრულიად შეტევაში მიმართავს თავის შესაძლებლობებს მერე ხო ვაფშე დახატავს ძალიან მიხარია საულის ბარსაში გადმოსვლის ამბავი