გუშინ გაიმართა ამხანაგური მატჩები. ამ მატჩებში მონაწილეობდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელებიც. მარკესისა და ჯოვანი დოს სანტოსის მექსიკამ ინგლისის დამარცხება ვერ შეძლო ხოლო არგენტინამ 5:0 სძლია კანადას.
ინგლისმა ძალზე დამაჯერებლად დაამარცხა მექსიკა ანგარიშით 3:1. გოლები ევროპელების მხრიდან: კინგის, კრაუჩისა და ჯონსონის ანგარიშზეა, ხოლო მექსიკიდან თავდამსხმელი გილერმო ფრანკო გამოირჩა. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო “ბარსას” ორმა ფეხბურთელმა”-რაფაელ მარკესმა და ჯონათან დოს სანტოსმა. პირველმა მათგანმა მთელი მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალგაზრდა დოს სანტოსი 72–ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე დასვეს. რაც შეეხება არგენტინას, სამხრეთ ამერიკელებმა გუშინ კანადა 5:0 გაანადგურეს.ბუნებრივია ამ მატჩზე გამოძახებული იყო “ბარსას” მე–10 ნომერი ლეო მესი. დიეგო არმანდო მარადონამ იგი არ ათამაშა. გუნდს მისი დახმარება აშკრად არ ჭირდებოდა, ამიტომაც დონ დიეგომ მესი უბრალოდ დაასვენა.