ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა ლიგის” მომავალი ვარსკვლავები

“ლა ლიგის” მომავალი ვარსკვლავები

მოეხსენებათ, მალე გაიმართება ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდელთა შორის. ligabbva.com–ის ჟურნალისტებმა ბლიც–კითხვები დაუსვევს  ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ცხრა ფეხბურთელს, რომლებიც მათი აზრით “ლა ლიგის” მომავალი ვარსკვლავები იქნებიან. 

ამ ფეხბურთელებს შორის, ოთხი “ბლაუგრანელია.” ესენი არიან ხერარდ დეულოფეუ, რაფა ალკანტარა, სერხი რობერტო და მარკ მუნიესა.

–რატომ გახდით ფეხბურთელი?
მუნიესა: რადგან ბავშვობიდან ვთამაშობ ფეხბურთს და ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა.
დეულოფეუ: მე ფეხბურთელი გავხდი იმიტომ, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.
სერხი: იმიტომ, რომ  ღრმა ბავშვობიდან ბურთს მეგორებთან ერთად ვაგორებ. 
ალკანტარა: მე სპორტის ამ სახეობას გავყევი, რადგან  პატარაობიდან  მამასთან ერთად  აქტიურად ვთამაშობ ფეხბურთს.

–სად  დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?
მუნიესა: თამაში ჩემს მშობლიურ ქალაქში, ლიურეტ დე მარში დავიწყე.
დეულოფეუ: ბურთის გორაობა დავიწყე იმ ადგილას სადაც დავიბადე, კერძოდ კი რიუდანენსეში.
სერხი: ფეხბურთის თამაში მშობლიური რეუსის კლუბში დავიწყე.
ალკანტარა: “ფლამენგოში”.

–რომ არა ფეხბურთი,  თქვენ…
მუნიესა: ფეხბურთის თამაშის პარალელურად, უნივერსიტეტში ვსწავლობ. ასე, რომ ალბათ ჩემს სპეციალობას გავყვებოდი.
დეულოფეუ: მწვრთნელი ვიქნებოდი.
სერხი: გავაგრძელებდი სწავლას. უნივერსიტეტში.
ალკანტარა:სხვა არაფერი დამიგეგმავს. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.

–ყველაზე მეტად  გვერდში ვინ გიდგათ?
მუნიესა: ჩემი მშობლები.
დეულოფეუ: მამაჩემი.
სერხი: ბავშვობის მეგობრები და მშობლები.
ალკანტარა: მამაჩემი.

–თქვენ ყოველთვის ამჟამინდელ პოზიციაზე თამაშობდით?
მუნიესა: არა, თავდაპირველად თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ “ბარსაში”  მოსვლისთანავე ფლანგის ნახევარმცველი გავხდი. დროთა განმავლობაში კი მცველად ჩამოვყალიბდი. 
დეულოფეუ: არა, თავდაპირველად ფლეიმეიქერი ვიყავი.
სერხი: დიახ, ყოველთვის ამჟამინდელ პოზიციაზე ვთამაშობდი.
ალკანტარა: არა, თავდაპირველად მე მეკარე ვიყავი.

–რა აღმოაჩინეთ მსოფლიო ფეხბურთში?
მუნიესა: ის, რომ ფეხბურთი მსოფლიოში ძალიან ბევრს უყვარს და ფეხბურთელს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.
დეულოფეუ: ერთი მხრივ,  ფეხბურთელობა არის საუკეთესო პროფესია რაც კი მინახავს, მაგრამ მეორე მხრივ, ფეხბურთის თამაში არ არის ადვილი. 
სერხი: დადებითი არის ის, რომ ბევრ ადამიანს გაიცნობ, ხოლო უარყოფითი კი ის, რომ ბევრი მუშაობა გიწევს.
ალკანტარა: მე ბევრი ღირებული რამ მასწავლეს. 

–ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ.
მუნიესა: გქონდეს საკუთარი თავის რჩევა.
დეულოფეუ: ყოველთვის შეინარჩუნე ბალანსი.
სერხი: ბევრი იმუშავე.
ალკანტარა: იშრომე და იშრომე.

–მწვრთნელებიდან ყველაზე მეტი ვინ გასწავლათ?
მუნიესა: ყველამ, ვინც გამწვრთნა.
დეულოფეუ: ყველამ.
სერხი: პეპ გუარდიოლამ! ის ჩემთვის საუკეთესოა!
ალკანტარა: ვიქტორ სანჩესმა. 

–თქვენი კერპი.
მუნიესა: კარლეს პუიოლი.
დეულოფეუ: მე მომწონს მესი, რონალდინიო… კუმირი არასდრო მყოლია.
სერხი: ჩავი და ინიესტა.
ალკანტარა: მაზინიო ( იცინის ) .

–ყველაზე მეტად ვისი სტილი მოგწონთ?
მუნიესა: “ბარსასა” და ესპანეთის.
დეულოფეუ: მესის.
სერხი: “ბარსასა” და ესპანეთის.
ალკანტარა: “ბარსასი”.

–დაახასიათეთ საკუთარი თავი.
მუნიესა: მშვიდი და შრომისმოყვარე.
დეულოფეუ: პერსპექტიული.
სერხი: ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდზე ითამაშოს.
ალკანტარა: მშრომელი.

–რამდენი ხანი აპირებთ “ბარსაში” დარჩენას?
მუნიესა: “ბარსას” პირველ გუნდში  მთელი ცხოვრება ვითამაშებდი.
დეულოფეუ: რაც შეიძლება დიდხანს.
სერხი: მინდა, რომ ყოველთვის “ბარსას” ძირითად გუნდში ვითამაშო.
ალკანტარა: დავრჩები “ბარსაში” მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.

–თქვენი ოცნება.
მუნიესა: ჩემი ოცნებაა, რომ “ბარსასთან” ერთად რაიმე ტიტული მოვიგო.
დეულოფეუ: ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება ( იღიმება ) . 
სერხი: მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.
ალკანტარა: მსოფლიოს ჩემპიონობა. 

–თქვენი ჰობი.
მუნიესა: სწავლა და მეგობრებთან ერთად ყოფნა.
დეულოფეუ:  ტენისის თამაში და ოჯახთან ერთად ყოფნა.
სერხი: მომწონს სწავლა და მეგობრებთან ერთად ყოფნა.
ალკანტარა: მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ყოფნა. 

– “თვითერი” თუ “ფეისბუქი” ?
მუნიესა: ორივე კარგია და  აქტიური მომხმარებელი ვარ.
დეულოფეუ: თვითერი. 
სერხი: ერთიც და მეორეც.
ალკანტარა: თვითერიც და ფეისბუქიც.

–გსურთ “ლა ლიგაში” თამაში?
მუნიესა: დიახ, რადგან ეს საუკეთესო ჩემპიონატია და აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.
დეულოფეუ: ეს ჩემი ოცნებაა.
სერხი: მე ძალიან მსურს აქ თამაში, რადგან ეს   საუკეთესო საფეხბურთო ლიგაა მსოფლიოში.
ალკანტარა: დიახ, რადან  ესპანეთის პრიმერა დივიზიონი საუკეთესოა მსოფლიოში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში