ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლარინი: ”არ ვიცი, როდის დავასრულებთ სანჩესის ”ბარსელონაში” ტრანსფერს”

ლარინი: ”არ ვიცი, როდის დავასრულებთ სანჩესის ”ბარსელონაში” ტრანსფერს”

”უდინეზეს” სპორტულმა დირექტორმა, ფაბრიციო ლარინიმ განაცხადა, რომ ალექსის სანჩესი ჯერ ”ბარსელონაში” არ გადასულა.

”სანჩესმა ”ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა? ეს ჭორები გაზაფხულის შემდეგ გვესმის. ბევრი ესპანელი ჟურნალისტი მირეკავს, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება არ შემიძლია. დღეს საღამოს კლუბის წარმომადგენლებს შევხვდები, რაიმე სიახლე თუ იქნა თქვენ შეგატყობინებთ. არ ვიცი, როდის დასრულდება გარიგება. ამასთანავე ალექსისი სამხრეთ ამერიკაშია. ჩვენ არსად გვეჩქარება. ვნახოთ რა მოხდება” – ლარინის სიტყვებს ”TMW” ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სანჩესმა ”ბარსასთან” 5 წლიან კონტრაქტი გააფორმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში