მას შემდეგ, რაც ევროპის შიდა ჩემპიონატები დასასრულს მიუახლოვდა, მადრიდული გამოცემა Marca იმ ფეხბურთელების 10-ეულს გვთავაზობს, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა და, შესაბამისად, გოლი მიითვალეს.
აღნიშნულ სიაში კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი, ლეო მესი 30 გოლითა და 60 ქულით, მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც 10 გოლით მეტი აქვს გატანილი.
“ლა პულგა” “ოქროს ბუცის” ექვსგზის გამარჯვებული გახლავთ, რაც აბსოლუტური რეკორდია.
იხილეთ სრულად:
1. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 40 გოლი, 80 ქულა
2. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 30 გოლი, 60 ქულა
3. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”) – 29 გოლი, 58 ქულა
4. ანდრე სილვა (“აინტრახტი”) – 27 გოლი, 54 ქულა
5. კილიან მბაპე (პსჟ) – 26 გოლი, 52 ქულა
6. ერლინგ ჰოლანდი (“დორტმუნდი”) – 25 გოლი, 50 ქულა
7. ჟერარ მორენო (“ვილიარეალი”) – 23 გოლი, 46 ქულა
8. რომელუ ლუკაკუ (“ინტერი”) – 23 გოლი, 46 ქულა
9. ქარიმ ბენზემა (“რეალი”) – 22 გოლი, 44 ქულა
10 ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 22 გოლი, 44 ქულა
რათ უნდა ამ სიას განხილვა, ლევანდოვსკი აიღებს და ღმერთმა შეარგოს. ისე ეგეთი გუნდით ეგეთ ჩემპიონატში ლეო 50-ს ყოველთვის მოახერხებს, მაგრამ ამ ვითომ გუნდით მეორე ადგილი მშვენიერი შედეგია.
მესის სიყვარულის მიუხედავად ლევანდოვსკი უფრო იმსახურებს , წინაზე რა სეზონი ჩაატარა , წელს რეკორდიც მოხსნა და ის ტრავმა რომ არა მეტსაც გაიტანდა
ლევანდოვსკის შარშან ოქროს ბურთი უნდა მიეღო და წელს რომ მისცენ შარშანდელი ვერა?!?!?!?
წელს სანაკრებო წელია, კოპა, ევრო, კოპა კონფედერაცია…. ყველას აქვს შანსი საკლუბო დონეზე ფეხის დაცდება გამოასწოროს
ლეოს, ნეის, ბამპეს, ნ'გოლოს უფრო მეტად, თუ ფინალიც მოიგო
ლევანდოვსკის ვულოცავ მესი ვეღარ დაეწევა 100 წელი და სხვა ხო ვაფშე
წელს ლევანდოვსკი უკონკურენტოა;
იქ, ბუნდესშიც მიულერის რეკორდი გაიმეორა, შეიძლება მოხსნას კიდევაც ბოლო ტურში