გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსელონამ” ლა ლიგის მოგება ვერ შეძლო, შესაძლოა, 2021/22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომელიმე ევროპულ გრანდს დაუპირისპირდეს.
წილისყრაზე “ბარსა” მეორე კალათაში იქნება განთავსებული. პირველი კალათას კი ევროპის საუკეთესო ჩემპიონატების (UEFA-ს კოეფიციენტების მიხედვით), ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები დააკომპლექტებენ. არსებული ვითარებით, პირველ კალათაში შემდეგ კლუბებს ვიხილავთ:
- “მანჩესტერ სიტი”
- “ბაიერნი”
- “ინტერი”
- “ლილი”/”პარი სენ-ჟერმენი”
- “სპორტინგი”
- “ჩელსი”/”ზენიტი”
- “ატლეტიკო”/”რეალი”
- “მანჩესტერ იუნაიტედი”/”ვილიარეალი”
იმ შემთხვევაში თუ “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, პირველ კალათაში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” აღმოჩნდება. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის ჯგუფურ და 1/8-ფინალურ ეტაპებზე ერთი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბების შეხვედრა დაშვებული არ არის, შესაბამისად, “რეალი”, “ატლეტიკო” და “ვილიარეალი” ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდებიან.
იმედია ნებისმიერი ჯგუფიდან გავლენ.
ზენიტი იქნება საინტერესო, რუსებს რა?!?!?!?!
იუვენტუსი(თუ გავიდნენ), ბარსელონა,პსჟ და ბაიერნი. ეს ჯგუფი იქნება რაც იქნება ან ბაიერნის ნაცვლად სიტი. ევროპა ლიგაზე გადავიდეთ მერე იქნებ აქედან და ევროპა ლიგა მაინც ჩავიჯიბოთ 😀
სპორტინგი პირველ კალათაში და ბარსა მეორეში.
ლილი, ზენიტი, სპორტინგი, იუნაიტედი (ისიც იმიტომ რომ ძალიან არასტაბილური გუნდია) – ამ გუნდებთან ვისურვებდი შეხვედრას.
ესპანური გუნდები გამორიცხეთ დალშე იუნაიტედი მინდა დაგვეჯახოს
გამოუშვით ლუბოი! კუმანი თუ დარჩა ყველა შემოგვინასკავავს
დღეის თამაშიდან გამომდინარე მაქსიმუმ აქედან ლილს ან ვილიარეალს მოვუგოთ. ისე ვთამაშობთ რომ მაგის იმედიც აღარ მაქ. სადაც სელტამ მოგვიგო. იქ ვილიარეალს არ გაუჭირდება….☹
კი ასეთი ბარსა "დაზომბებულები" ჩ ლიგას კი არა სეკუნდას რომელიმე გუნთანაც გაუჭირდება