ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, “ტოტენჰემმა” კატალონიური “ბარსელონას” 18 წლის ნიჭიერი ფორვარდი, კრისტიან სებალიოსი შეიძინა.
კრისტიანი 11 წლიდან გამოდიოდა “ბარსას” ასაკობრივ გუნდებში და ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გასული სეზონის ბოლოს გუარდიოლამ ის ძირითად გუნდთან ავარჯიშა.
ახალგაზრდა თავდამსხმელი კარიერას ინგლისში, კერძოდ კი ლონდონურ “ტოტენჰემში” განაგრძობს, რომელიც ამ სეზონშიც იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.
რამდენიმე ხნის წინ, ის ახლოს იყო “ჩელსიში” გადასვლასთან.
მისი კერპი “ბარსელონას” ცოცხალი ლეგენდა, რონალდინიო არის.კრისტიანი ასევე გაუჩოს მოსწავლე იყო.
ვიდეო კრისტიან სებალიოსზე
[media=http://www.youtube.com/watch?v=act0RUfs-u4]



