“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “ვილიარეალთან” ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ვილიარეალი” ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. მათ შეტევაში სახიფათო მოთამაშეები ჰყავთ, ასე რომ, საინტერესო მატჩი იქნება.
სეზონის დასრულებამდე 7 მატჩია დარჩენილი და ჩვენთვის, ისევე როგორც ჩემპიონობის სხვა პრეტენდენტებისთვის თითოეულ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
არის თუ არა ეს თამაში გასვლით შეხვედრებს შორის ყველაზე რთული? არა, ადვილი არც სხვებთან გამკლავება იქნება. ჩვენს მეტოქეებსაც აქვთ მიზნები, რომელთათვისაც ჯერ კიდევ იბრძვიან.

სუპერ ლიგაზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა შესაფერისი დრო არ არის და ეს თემა არც ისე მნიშვნელოვანია.
თუ იგივე ენერგიით ვითამაშებთ, რაც წინა რამდენიმე მატჩში გვქონდა, თანაც ბოლომდე კონცენტრირებულები ვიქნებით, მოგებას შევძლებთ.
ანსუ და კოუტინიო იმაზე დიდი ხნით გამოგვაკლდნენ, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით. არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ისინი სეზონის ბოლომდე თამაშს.
ხვალისთვის გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს, მათ შორის დემბელეს, შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში დაწყება შეუძლია.
ხვალისთვის გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს, მათ შორის დემბელეს, შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში დაწყება შეუძლია.
ვფიქრობ, “ბარსელონას” მომდევნო სეზონშიც გავწვრთნი. პრეზიდენტი მენდობა და კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს.
არ ვფიქრობ, რომ იმ გუნდებიდან, რომლებსაც ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ, რომელიმე დანარჩენებზე უფრო ძლიერია. ბოლომდე თანაბარი ბრძოლა იქნება.
უსმან დემბელე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის განსხვავებულია. ერთი-ერთზე კარგად თამაშობს და ორივე ფეხით დარტყმის უნარი აქვს.
სამწვრთნელო შტაბის თითოეული წევრი, მათ შორის ალფრედ შროიდერი, შესანიშნავად მუშაობს. ალფრედს გამოცდილება არაერთ გუნდში აქვს მიღებული, მათ შორის “აიაქსში”, რომლის სტილიც “ბარსელონასას” ძალიან ჰგავს. მან თავისი საქმე ტენ ჰაგთან და ნაგელსმანთან ერთად ისწავლა.
კალენდარი დასვენების საშუალებას არ იძლევა. შეხვედრებს შორის მცირე პაუზებია, რასაც ადრე ვაპროტესტებდით, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა შევძლოთ, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და ძალები მაქსიმალურად სწრაფად აღვიდგინოთ.
ანსუ და კოუტინიო იმაზე დიდი ხნით გამოგვაკლდნენ, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით. არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ისინი სეზონის ბოლომდე თამაშს
რაღა დროს ანსუ და კოუტინიოა იმაზე ვლოცულობ, რომ იქნებ ახალ სეზონისთვის მაინც დაბრუნდეს ფატი.
ისე კუმანს ძაან მოუხდა 3-5-2 ტაქტიკა სეტიენს კი არა
ხვალ ამ სასტავით უნდა ვიყომაროთ:
ტერ შტეგენი
პიკე-არაუხო-ლენგლე
რობერტო-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი-ალბა
მესი-დემბელე
ისე ნაგელსმანს ან ტენ ჰაგს სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში მწვრთნელად
უნდა გადაუაროთ ხვალ ვილიარეალს