როგორც “metro.co.uk” წერს, “ბარსელონა” ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვას გეგმავს…
მოგეხსენებათ ლონდონელები კატალონიური კლუბის მესვეურებს ცესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს სთხოვენ. ახლა კი ბრიტანული გამოცემის ცნობით, შესაძლოა კატალონიელებმა მოლოდ 32 გადაიხადონ და ამ თანხას კიდევ ერთი ფეხბურთელიც “დაამატონ”. შესაძლო ვარიანტებად ბრიტანელები ერიკ აბიდალსა და ბრაზილიელ მაქსველს მიიჩნევენ, თუმცა არ ავიწყდებათ ერიკ აბიდალის სურვილიც. ფრანგმა განაცხადა, რომ მას კარიერის დასრულება სწორედ კატალონიაში სურს.



