10 აპრილის კლასიკოები

10 აპრილის კლასიკოები

10 აპრილი მადრიდული “კლასიკოების” დღეა. ამ დღეს “ბარსელონასა” და “რეალს” ერთმანეთთან 2-ჯერ უთამაშიათ და ორივე დაპირისპირებას “სანტიაგო ბერნაბეუმ” უმასპინძლა.

2004/05

პირველი შეხვედრა 2005 წლის 10 აპრილს გაიმართა. 30 ტურის შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგაში წინ უკვე 9 ქულით იყო გაჭრილი, პირველი წრის “კლასიკო” კი 3-0 ჰქონდა მოგებული. ეს ნიშნავდა, რომ კატალონიელები ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

ერთ მხარეს რობერტო კარლოსი, დევიდ ბექჰემი, ზინედინ ზიდანი, რონალდო და რაული, მეორე მხარეს კი რონალდინიო.

საბოლოოდ “ბარსამ” ჩემპიონობა მართლაც იზეიმა, მაგრამ სეზონის მე-2 “ელ კლასიკო” წააგო.

2009/10

5 წლის შემდეგ ისევ მადრიდი, ისევ “სანტიაგო ბერნაბეუ” და ისევ ლა ლიგის 31-ე ტური. ამჯერად სიტუაცია სხვაგვარია – 77-77 ქულით გუნდები პირველ ადგილს იყოფენ, წინ “რეალია”, მაგრამ ფრის შემთხვევაშიც კი “ბარსა” გალიდერდება.

ის “რეალი” ძალიან ძლიერი გუნდი იყო. მადრიდელებმა გათამაშება 96 ქულით დაასრულეს. მანამდე არასდროს არცერთ გუნდს ლა ლიგაში ამდენი ქულა არ ჰქონდა აღებული, თუმცა იმავე სეზონში პეპ გვარდიოლას “ბარსამ” 99 ქულა აიღო. “რეალი” ძალიან ძლიერი იყო, “ბარსელონა” კი კიდევ უფრო ძლიერი, რაც მადრიდშიც გამოჩნდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    11 აპრ 2021, 15:25

    ეეეჰ 99 ქულიანი ლა ლიგა…

  • BEQA BARCA
    10 აპრ 2021, 16:08

    დღესაც ვუგებთ❤💜