workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც 2021 წელს არ დამარცხებულა

რონალდ კუმანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც 2021 წელს არ დამარცხებულა

ლა ლიგის 29-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “რეალ ვალიადოლიდი” უსმან დემბელეს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით, ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ლიდერ “ატლეტიკოსთან” სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

საინტერესოა, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით, “ბარსა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც 2021 წელს 1 მატჩიც კი არ წაუგია. შესაბამისად, იგივე უნდა ითქვას რონალდ კუმანზეც – ნიდერლანდელი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც მიმდინარე წელს არ დამარცხებულა.

“ბლაუგრანამ” 2021 წელს, პრიმერა დივიზიონში, 14 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში “კადისთან” დაფიქსირებული ფრის შემდეგ, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ყველა დაპირისპირება მოიგეს.

ეს ნიშნავს, რომ 58 წლის სპეციალისტს ესპანეთის ჩემპიონატში მოგების 92%-იანი მაჩვენებელი აქვს, რამაც გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დააბრუნა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჟამად “ბარსელონა” “როხიბლანკოს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, რასაც იმის ფონზე, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დიეგო სიმეონეს შეგირდები კატალონიელებს 15 ქულითაც უსწრებდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 22:36
    #6

    რონალდ კუმანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც 2021 წელს არ დამარცხებულა.
    ვითომ? სუპერთასი ბილბაოსთან როდის წავაგეთ? იქნებ ეს სტატისტიკა მარტო ჩემპიონატს ეხება და არა მთელ 2021 წელს.

  • M10 S9 D11
    schedule 07 აპრ 2021, 20:46
    #5

    და იმედია არც დამარცხდება კლასიკო უეჭველი მოსაგებია

  • Erekle
    schedule 07 აპრ 2021, 20:39
    #4

    Kargia

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2021, 18:15
    #3

    გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉,
    ქვეყნის ჩემპიონატებზეა საუბარი

  • გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    schedule 07 აპრ 2021, 18:09
    #2

    პსჟ სთან ხო წავაგეთ

  • antonio
    schedule 07 აპრ 2021, 16:57
    #1

    გავიკვირდებათ და…. დემბელეს გაბრწყინებას ველი კლასიკოში :დ