“ნაპოლიმ” მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. იტალიური კლუბი ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ჩაერთო. მათ კონკურენცია უნდა გაუწიონ “ბარსასა” და “მანჩესტერ სიტის”.
“ნაპოლიმ” ეკონომიკური თვალსაზრისით შთამბეჭდავი წინადადება გაუკეთა “უდინეზეს”.
“ჩვენ დაველოდებით “კოპა ამერიკის” დასრულებას, რის შემდეგაც დავსხდებით და გავარკვევთ ალექსისის მომავალს. ფეხბურთელის სიტყვას ექნება გადამწყვეტი როლი ამ ტრანსფერის განხორციელებაში“. ჯამპაოლო პოცის სიტყვებს Football Italia ციტირებს.