Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზადაა ზაფხულში ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი გაყიდოს.
“ბარსას” ემერსონის სატრანსფერო უფლებების ნაწილი ეკუთვნის. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი “ატლეტიკო მინეიროლდან” 2019 წლის ზაფხულში “ბარსელონამ” და “ბეტისმა” ერთობლივად განახორციელეს, რის შემდეგაც მოთამაშე სწორედ “ბეტისში” ჩაირიცხა. მათ დაახლოებით 6-6 მილიონი ევრო გადაიხადეს. კატალონიელებს ზაფხულში ემერსონის 9 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, “ბლაუგრანა” მის გაყიდვას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ემერსონით დაინტერესებულია ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი”. MD-ს ცნობით, “ბარსამ” ფეხბურთელს პსჟ-სთან მოლაპარაკებების ნება დართო. “ბლაუგრანაში” მიიჩნევენ, რომ მარჯვენა მცველის საჭიროება აღარ დგას და ამ პოზიციაზე სერჟინიო დესტის, სერჟი რობერტოსა და ოსკარ მინგესას სახით გუნდში საკმარისი მოთამაშეები იმყოფებიან.
იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელის გაყიდვა დაახლოებით 25 მილიონ ევროდ უნდა. სატრანსფერო თანხის 50%-ს “ბეტისი” მიიღებს.
ემერსონის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 28 თამაში, 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
25 მილიონი მაინც რო ავიღოთ კარგი იქნება და მარჯვნივ ისევ დესტი.და რობერტო ითამაშებენ
რა ჯანდაბად უნდოდათ ამის ყიდვა ბეტისთან ერთად, საწილო არაფერი არ ვარგა. ან მთლიანად ერთის უნდა იყოს ან მეორესი
ჯერ სად ვართ ახლა წავა ტვინის ბურღვა, მოახლოვდა სატრანსფერო ფანჯარა და ჟურნალისტები თავისას შეუბერავენ და წაიღებენ ტვინს
აუ რამდენი რაღაც იწერება, წავიდა ტვინი
მოაშორეთ სასწრაფოდ
25 მილიონს წაგებაში წავიდდოით მხოლოდ ამ ზაფხულზე, მერე ეგ ფეხბურთელი სხვაგან რო ითამაშებდა 10-20-50-100 თამაშს კიდე იქით მოგვიწევდა ფულის გადახდა და საერთო ჯამში 100-150 მილიონს წავაგებდით😁
მარტივი არითმეტიკაა 25 მილიონის 50 პროცენტი 12 მილიონია და რო გამოისყიდონ ცხრა მილიონად და მერე გაყიდონ 25 ად 16 მილიონი რჩებათ ან საერთოდაც რობერტო გაყიდონ 30 მილიონად თავისუფლად გაიყიდება და ეს დაიტოვონ ახალგაზრდაა უფრო და თურამე მერე გაყიდიან უფრო მაღალ ფასში
:D:D:D საღოლ
სად აღარ გვყავს ბართომეუ, ამ ტრანსფერს ისე მოაგვარებდა 25 მილიონის წაგებაში დავრჩებოდით ))
გასაყიდი კიდევ ბევრია
ამაზე უკეთესს ვერავის მოვიყვანთ ამ ეტაპზე