workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენმა უნდა აირჩიოს – “პრიმერა დივიზიონი” ან “პრემიერ ლიგა”

ჟეფრენმა უნდა აირჩიოს – “პრიმერა დივიზიონი” ან “პრემიერ ლიგა”

 

უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობია ის ფაქტი, რომ მომავალი სეზონიდან პეპ გვარდიოლას ჟეფრენ სუარესი დააკლდება. წარმოშობით ვენესუელელმა ფეხბურთელმა უკვე უარი თქვა “უდინეზეზე”, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი “ბარსაში” დარჩება. მას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს…

 

ჟეფრენ სუარესის მამა, ეფრენ სუარესი და “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და თავიანთი პოზიციებიც დააფიქსირეს. ჟეფრენს კატალონიის დატოვება არ სურს, ხოლო “ბარსელონას” მომავალი სეზონიდან ჟეფრენის დახმარება აღარ დასჭირდება.

 

უკვე ნათელია, რომ ჟეფრენს კარიერის გაგრძელება “ბარსელონაში” არ უწერია. ახლა მას რომელიმე გუნდის არჩევა მოუწევს. მან “უდინეზე” უკვე უარით გაისტუმრა. ახლა კი ორი ვარიანტიღა რჩება – “ვალენსია”, ან “ფულემი”. ვალენსიელები ჟეფრენის სანაცვლოდ “ბარსელონას” 4–5 მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო “პრემიერ ლიგაში” მოღვაწე “ფულემი” ესპანელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს იხდის. ახლა გადაწყვეტილების მიღება ჟეფრენზეა…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში