ლაპორტას მოსვლის შემდეგ განწყობა ამაღლებულია, მაგრამ მძიმე საქმეები კვლავ თავს იჩენს, პირველი ამოცანა საერთო ბიუჯეტის 15%-ის წარდგენა იყო, რაც ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა, გამომდინარე იქიდან თუ რა მდგომარეობაში დატოვეს კლუბი წინა მმართველებმა.
როგორც ვივარაუდეთ ლაპორტამ თავის კავშირები და ავტორიტეტი გამოიყენა და 125 მილიონამდე ევროს წარდგენა უზრუნველყო, პირველი ამოცანა შესრულებულია.
ინვესტიციის მოზიდვის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ ჟოან ლაპორტა და ჟაუმე ხირო, რომელსაც სამომავლოდ ფინანსური საკითხები უნდა ჩაებარებინა და ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი მოერგო. ლაპორტას გზა ზედმეტად რისკიანად მიიჩნია და კლუბი დატოვა, შესაძლოა, სხვა მიზეზები იყო, რადგან ამ მდგომარეობაში, რისკის გარეშე არაფერი გამოვა, როცა ფსკერზე ხარ დაშვებული შენი ყოველი ნაბიჯი რისკიანია.
ლაპორტას ადრეც გაურისკავს და გამარჯვებით დაუსრულებია, აი გაქცეული კაცისთვის კი ასეთი რისკი, როგორც ჩანს უცხოა.
კარგად იყოს.
არ ყოფილა ფეხბურთი მისი საქმე.
ახლა კი იმ ამბებს გადავავლოთ თვალი, რომლებიც ლაპორტას მოსვლის დღიდან აქტუალურია.
გრიზმანი – დიბალა
სანამ ლაპორტა სპორტულ დირექტორს არ დანიშნავს, მანამდე არ ღირს ასეთ ტრანსფერებზე მუშაობა, ლაპორტას მთავარი ნიჭი ყოველთვის ის იყო, რომ შეეძლო იმ ადამიანების მოსმენა, რომელთაც სპორტული მხარე მასზე უკეთ ესმოდათ. ადრე ასეთი კაცი იოჰან კრუიფი იყო, ახლა, შესაძლოა, ეს ადგილი პატარა კრუიფმა დაიკავოს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟორდი მამამისივთ გონებაგახსნილი ადამიანი აღმოჩნდება, რეალურად, საერთოდ არ ვიცით რა დონის სპეციალისტია, ჯერჯერობით მხოლოდ გვარი გვხიბლავს.
სპორტულ დირექტორზე ჩამოვაგდე სიტყვა, რადგან გრიზმანისა და დიბალას გაცვლა, ისეთი სულელური ნაბიჯია, რომ მხოლოდ წინა ხელმძღვანელობა თუ იკადრებდა, აი რობერტ ფერნანდესი რომ სიგიჟეებს სჩადიოდა, დაახლოებით ეგეთი დონის უმეცრებაა.
გრიზმანის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადგილი ვერ მოვუძებნეთ და მესისთან ერთად თამაში ძალიან უჭირს, სიმეონე ამას თავიდანვე ხვდებოდა – „როგორ უნდა ითამაშონ მესიმ და გრიზმანმა ერთად? ეს მათი თავის ტკივილია.“ – ასე უპასუხა, მე რა შუაში ვარ, თავად მოინდომეს ტრანსფერიო, ყველა ყველაფერს ხვდებოდა ბართომეუს გარდა.
იგივე სურათი გვაქვს დიბალასთან მიმართებაშიც, ისიც ცაციაა, ისიც მეორე ფორვარდად გრძნობს თავს ყველაზე კარგად და ნაკრებში სკამზე ზის, რადგან მესისთან ერთად, ადგილს ვერ პოულობს. თავად კი ყვიროდა არანაირი პრობლემა არ არისო, მაგრამ სხვა რა უნდა ეთქვა?! როცა თამაში გსურს, იმას იტყვი რისი მოსმენაც ყველას სურს, რეალობა კი სხვაა, რეალობა ის არის, რომ არგენტინის ნაკრები მწვრთნელს ხშირად იცვლის და ვერავინ მათი ერთად თამაშის შესაძლებლობა ვერ დაინახა.
მესის კარგად უგებს ლაუტარო, მიუხედავად იმისა, რომ კლასით, შესაძლოა, დიბალაზე დაბალი დონის ფეხბურთელი იყოს. სწორედ ამიტომ კურირებდა მესი მის გადმოსვლას, აი დიბალა ვის მოუვიდა თავში, ძალიან საინტერესოა.
დავუშვათ, მესის წასვლის შემთხვევაში განიხილავენ ამ ტრანსფერს, სანამ ლეო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მანამდე როგორ შეიძლებოდა დიბალას ხსენება?! მოკლედ, ძალიან გაუფრთხილებელი ნაბიჯი იყო და იმედია მეტწილად ჟურნალისტების შეთხზული ამბავია.
უსმან დემბელე
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგით ყველა უკმაყოფილოა ლაპორტა ყოველთვის ამბობდა, რომ მისი დატოვება სურდა და სავარაუდოდ ასეც მოიქცევა, ფანების უმრავლესობას დემბელეს წასვლა სურს, ვერ ვიტყვით, რომ თანაგუნდელები ან კაპიტნები ექაჩებიან დასარჩენად, ვერც იმას ვიტყვით, რომ სამწვრთნელო გუნდი მისით აღფრთოვანებულია, მხოლოდ ორი კაცია ვისაც დემბელეს დარჩენა სურს, ჟოან ლაპორტა და თავად დემბელე.
რა გეგმა აქვს ჟოანს?
საქმე ის არის, რომ დემბელეს ფასი საგრძნობლად დაეცა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ „ბარსელონურ“ კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, (ყველაზე ჯანმრთელი სწორედ ახლაა) მისი ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს, დაახლოებით 50-55 მილიონი ევროს ფარგლებში ტრიალებს.
60-70 მილიონი ევროს ზარალი გამოდის, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ტირილი აღარ ღირს, ახლა, რომ დემბელე გავყიდოთ მასზე უკეთესს ალბათ ვეღარ ვიყიდით, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ტრავმებს მოერია, ამასობაში კი ლაპორტა ახალ კონტრაქტზე ესაუბრება, სარგებლობს იმით, რომ დემბელეს დარჩენა უნდა და გაცილებით დაბალ ხელფასს დათანხმდება.
ლაპორტა, დემბელეს სახით, ფაქტობრივად ახალ ტრანსფერს გვთავაზობს, რომელიც ვერ მიიღებს დიდ ხელფასს, ზუსტად გვეცოდინება, რომ მისი ფასი 80 მილიონ ევროსაც არ აღემატება და ასევე, ზუსტად გვეცოდინება, რომ ნეიმარს ვერასდროს შეცვლის, ერთი სიტყვით, პრეზიდენტი მოლოდინს აბალანსებს.
იქნებ ეს იყო მთავარი პრობლემა? ხელოვნურად გაზრდილი მოლოდინი. არაადექვატურად შეფასებული შესაძლებლობები.
დემბელე თუ დარჩა, ლაპორტას გუნდში სულ სხვა სტატუსი ექნება, ვიდრე ახლა აქვს, ამ შემთხვევაში კი მისი დარჩენა მცირე ლოგიკაში მაინც ჩაჯდება, თუმცა, არავინ იცის მისი ჯანმრთელობა სტაბილურად გაუმჯობესებისკენ წავა თუ ისევ დაუცდება სადმე ფეხი, ამიტომ, ეს რისკი მაინც არსებობს.
თუ ჰოლანდისთვის დემბელეს გაწირვა იქნება საჭირო, ლაპორტა გაწირავს, როგორც წესი, მთავარი მიზნისთვის ყველაფერს სწირავს.
რისი დათმობა შეგვიძლია ჰოლანდისთვის
თავის დროზე, იოჰან კრუიფმა ნუნიესს მიმართა, ფული მოედანზე უნდა ჩანდეს და არა საცავშიო. იგულისხმა, რომ პრიორიტეტული სპორტული გეგმაა და არა ფინანსური, მაგალითად, ლაპორტა ყოველთვის სპორტულ მიმართულებას ანიჭებდა უპირატესობას და ამას საბოლოო ჯამში დიდძალი მოგება მოჰქონდა, ხოლო ბართომეუ ფინანსური უზრუნველყოფის გეგმით მოვიდა და სპორტული მიმართულებით ისეთი კრახი განიცადა, რომ ფინანსურადაც ფსკერამდე დავეშვით.
ასეა, როგორც გვარდიოლამ თქვა, ფეხბურთს არ უნდა უღალატო, თორემ, თავადაც გიღალატებს.
სწორედ, ეს აძლევს რისკის საფუძველს ჟოან ლაპორტას, რომელიც ჰოლანდის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს. გონივრული იქნება თუ არა 5-6 ფეხბურთელის დათმობა? რა თქმა უნდა, კი. კოუტინიო არ გვყავს, მაგრამ წინ და წინ მივდივართ, გრიზმანი გვყავს, მაგრამ სტოიჩკოვის თქმისა არ იყოს, უმეტესად საერთოდ არ ჩანს მოედანზე, უმტიტი დიდი ხანია უკვე ტვირთია, პიანიჩი კი ყველაზე გაუგებარი ტრანსფერია, რაც ბოლოს განვახორციელეთ, წამსვლელები კიდევ მოიძებნებიან, ბირთვი ჩამოყალიბებულია, მესის ირგვლივ ახალგაზრდებმა თავი გამოიჩინეს, მთავარი მათი შენარჩუნებაა და ვარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელები, რომელთაც ადგილი ვერ უპოვიათ უნდა წავიდნენ, მით უმეტეს, თუ ჰალანდის ტრანსფერი შესაძლებელია.
ნორვეგიელი ნამვილი მონსტრია, გამარჯვებულის მენტალიტეტით, გარდა იმისა, რომ თავის ნიჭს და უნარს მოახმარს კლუბს, გამარჯვებულის მენტალიტეტსაც დააბრუნებს.
ვინ გვყავდა ბოლოს ასეთი მხეცი? ალბათ, კარლეს პუიოლი.
დავიდ ალაბა
ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი, რომლის განხორციელებაც შეგვიძლია, დავიდ ალაბას გადმობირებაა. ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავთ, ცენტრალურ მცველსაც შევიძენთ (თან ცაციას, რაშიც ყველაზე მეტად გვიჭირს) და ალბას შემცვლელადაც გამოდგება, თუ საჭიროება მოითხოვს ამას. ამაზე უკეთესს, უბრალოდ ვერაფერს ვინატრებთ.
ორივე ფრანგს შეგვიძლია შეველიოთ, ლანგლემ ბოლო დროს გამოასწორა თამაში, როგორც ჩანს, კრიტიკამ იმოქმედა, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც ისეთი ცუდია, რომ აღარ ღირს მისი დატოვება, თანაც, სკამზე ჯდომას იმედია არ შეეგუება და ალაბას გადმოყვანის შემთხვევაში, პრობლემებს არ შექმნის.
ერიკ გარსია, მინგესა, პიკე, არაუხო, ალაბა – სავსებით საკმარისია. თუ ლანგლესა და უმტიტის გავყიდვით, ალაბას ხელფასს როგორმე გავწვდებით.
ალაბასა და ჰოლანდის ტრანსფერი იმითაც არის გადამწყვეტი, რომ თუ ჩვენ ვერ წამოვიყვანთ, თეთრად შეიმოსებიან, გარდა იმისა, რომ ორ ასეთ ფეხბურთელს დავკარგავთ, პირდაპირ კონკურენტს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ, კონკურენტების გაძლიერება კი როსელისა და ბართომეუს საქმეა, ლაპორტამ ეს არ უნდა დაუშვას.
აგუერო
რა განსხვავებაა აგუეროსა და გრზიმანს, ან დემბელეს შორის? უჰ, განსხვავება ყველაფერშია, პოზიციებიდან დაწყებული, სტილით დამთავრებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აგუერო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამტანი ფორვარდია, ასეთებს გოლის გატანა არ ავიწყდებათ.
თუმცა, ბოლოს როდის ჩაატარა სრული სეზონი ტრავმის გარეშე მე არ მახსოვს, გასათვალისწინებელია მისი ასაკიც, წლების მატებასთან ერთად უფრო ჯანმრთელი, რომ ვერ გახდება ფაქტია.
მარტო იმიტომ მისი გადმოყვანა, რომ მესის ძმაკაცია, შეცდომა მგონია. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ექნებოდა გამართლება, ჰოლანდის შემცვლელად, რომ განიხილებოდეს, მაგრამ ეს ფანტასტიკის სფეროა, აგუეროს დიდი ხელფასი სჭირდება, ჰოლანდზე ხომ აღარ არის ლაპარაკი, ორივე ერთად გამორიცხულია, მარტო ბებერი აგუერო კი ძალიან დიდი რისკია, ფინანსურ რისკზე, რომ მივდივართ ეგეც გვეყოფა, ვარაუდით ფეხბურთელის ყიდვა ვერ არის კარგი მიგნება.
ჰოდა, ველით კრუიფს, მისი მოსვლის და მწვრთნელთან შეთანხმების გარეშე, არაფრის გაკეთება არ ივარგებს.




კარგი სტატიაა,ერთი ჟორდი კრუიფის დიდად ჯერ არმჯერა, ვინმე ძლიერი გვჭირდება ამ კუთხით რომ კარგად აწონდაწონოს ყველაფერი და ისე იმუშაოს ტრანსფერებზე
გეთანხმები ავტორ ყველაფერში, სტატიაც უმაგრესი როგორც ყოველთვის
არ გვინდა არც დიბალა, არც აგუერო… არ გამართლებს ეს ტრანსფერები….
ჰოლნდის და ალაბას გდმობირებაშიც ეჭვი მეპარება. ერთი უკვე 100 მილიონზე მეტი ღირს, და ეს ფული არ არსებობს, მორე კი ძალინ ამბიციუურია და დიდ ხელფასს მოითხოვს. თანაც მადრიდში უნდა თამაში.
რაც შეეხება კუტინიოს და მისთანების გაყიდვას და იმ თანხებით ძლიერი ხალხის ყიდვას, სწორი აზრია, მაგრამ ძალინ რთული, იმიტომ, რომ მათი გაყიდვა სასურველ ფასში არ იქნება შესაძლებელი. არ არის ეხლა მათი მყიდველი არვინ. ერთი ვარინტია, დააგდონ ფასი, ან სუარესის და რკიტიჩის მსგვსად, უფასოდ გაუშვან, მაგრამ ეს არ უშველის საქმეს.
ჯობია ახალგაზრდებზე და სწორ ტაქტიკაზე გააკეთონ აქცენტი და ფინანსური ღრმულის შევსებაზე იფიქრონ, რომ 2022-2023 წლების სეზონი გამოვიდეს წარმატებული.
შემდეგი სეზონისათვის მაქსიმუმს ვერ მიაღწევს გუნდი, და დროა შევეშვათ ილუზიებით თავის დამშვიდებას. ეს ჩვენც გვეხება, ქომაგებს, და უფრო მეტად, კლუბის ხელმძღვანელობას.
ჰოლანდის გაჩარხვა რთული იქნება, დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, 80-90 გამოსასყიდი,ერთი15-20 ხელფასი, რაიოლას პირგასამტეხლო 20-25 და ჰოლანდის მადიანი მამა ეგეც მაგდენი. ჯამში 150 მაინც დაჯდება. ვერ გავწვდებით. ალაბა კიდე მოჟნა.ცმადრიდი რო უნდოდეს 100% ით აქამდე მოაწერდა ხელს, ბარსას წინადადებასაც მოუსმენს და ლენგლე უმტიტი ფირპოს ერთად გაშვების შანსს მოგვცემს. სამივეს ერთად კი ექნებათ 18 მილიონამდე ხელფასი და დავაკმაყოფილებთ როგორმე. თან ბარსაში გარანტირებული დრო ექნება დაცვის ცენტრში, რეალში კიდე ცენტრში ვარანი რამოსია მარცხნივ მენდი. რაც შეეძლხება გაყიდვებს, გრიზმანს გაყიდიან თუ ჰოლანდი გახოდეს. არსენალი წაიყვანს სიამოვნებით, 35-40 მინიმუმ. კოუს მსურველები არ ყავს, მილანს იჯარა უნდა, პსჟ ხელფასს ვერ გადაუხდის თუ ბბაპე დარჩა. ისე ნეიმარის ბრატი და პოჩეს საყვარელი იგროკია და კიც შეიძლება ცოტა ფული მოგვცენ მარა 50 ვალია ლივესი და იქ დავაბრუნოთ და ვალი გავარასხოდოთ ჯობია თუ დათანხმდნენ. კოუში ფულს ვერ ავიღებთ. მე დემბელეს გავყიდდი და დეპაის მოვიყვანდი 1 წლით, მერე იმასაც გავყიდდი 20-25 ად და კონრადი-კოლიადოს დავაწიაურებდი
დავაი ლაპორტ ჰალანდი ალაბა და აგუერო დაიდოს ზაფხულში
ფსკერზე კი არ ვართ, ფსკერის მერე ამოთხარა ბართომ დიდი ორმო და იქ ვართ.
თუ ჰოლანდი მოაყომარა ლაპორტამ, საღოლ მაგას, თუმცა არ მჯერა. არა იმიტომ რომ ვერ გაქაჩავს, იმიტომ, რომ ძვირი სიამოვნებაა. დღეს 150 ითხოვს ბარიგა დორტმუნდი, მომავალ წელს კი მისი გამოსასყიდი 88,8-მდე ჩამოდის, მაგრამ მომავალ წლამდე დატოვებენ? თუ დატოვეს სხვებიც შენსავითაა ჩასაფრებული. აქ უკვე თვითონ ჰოლანდზე და რაიოლაზეა დამოკიდებული, რითი მოხიბლავ, ამათ ფული ხიბლავს, ფული კი არ არის.
Maradona, 👍
ისე გრიზმანის დაცვაში დაყენების აზრი მომეწ😊ნა. ოღონდ სერი😁ზულად. ლენგლეს თუ არ აჯობოს მომასხეპეთ თავი:))))
როგორც ყოველთვის ობიექტურად აფასებ ყველაფერს 💙❤
მთლინად ვეთნხმები ავტორს, მაგრამ ჯორდი კრუიფის არ მჯერა. მარტო გვარი და მამის სახელი აქვს. მითხარით ვინც იცის, რა დამსახურება აქვს ამ კაცს? მე არაფერი გამიგია…. კარგი რომ იყოს სადღაც "ჭ" საზოგადოებაში არ იქნებოდა.
არ გვინდა არც დიბალა, არც აგუერო… არ გამართლებს ეს ტრანსფერები….
ჰოლნდის და ალაბას გდმობირებაშიც ეჭვი მეპარება. ერთი უკვე 100 მილიონზე მეტი ღირს, და ეს ფული არ არსებობს, მორე კი ძალინ ამბიციუურია და დიდ ხელფასს მოითხოვს. თანაც მადრიდში უნდა თამაში.
რაც შეეხება კუტინიოს და მისთანების გაყიდვას და იმ თანხებით ძლიერი ხალხის ყიდვას, სწორი აზრია, მაგრამ ძალინ რთული, იმიტომ, რომ მათი გაყიდვა სასურველ ფასში არ იქნება შესაძლებელი. არ არის ეხლა მათი მყიდველი არვინ. ერთი ვარინტია, დააგდონ ფასი, ან სუარესის და რკიტიჩის მსგვსად, უფასოდ გაუშვან, მაგრამ ეს არ უშველის საქმეს.
ჯობია ახალგაზრდებზე და სწორ ტაქტიკაზე გააკეთონ აქცენტი და ფინანსური ღრმულის შევსებაზე იფიქრონ, რომ 2022-2023 წლების სეზონი გამოვიდეს წარმატებული.
შემდეგი სეზონისათვის მაქსიმუმს ვერ მიაღწევს გუნდი, და დროა შევეშვათ ილუზიებით თავის დამშვიდებას. ეს ჩვენც გვეხება, ქომაგებს, და უფრო მეტად, კლუბის ხელმძღვანელობას.
El pistolero 9,
იდეალური გუნდი ვიქნებით ეგენი თუ დავიმატეთ.
ძაან რთული ამბავია.
მოკლედ ალაბა,ჰალანდი და დეპაი გვჭირდება
ბრავოო👏👏👏👏
მთავარია, ლაპორტამ მოახერხა ფინანსური საკითხის მოგვარება, და როგორც უკვე ოფიციალური პრეზიდენტი უფრო აქტიურად იმოქმედებს.
რა დიბალა-გრიზმანია :დ ეჭვიც არ მეპარება იმაში რო სანამ გუნდში მესია, გრიზმანი დიბალა კოუტინიო ეს სამი ფეხბურთელი ერთი მეორეზე უარესები იქნებიან. ყოველ თვიურად თითო მატჩი გამოანათებენ როგორც გრიზმანა შმუთა იმდღეს :დ. ჰალანდს მიაწვნენ ბოლომდე. ალაბა ჰალანდი დეპაი გარსია, და გუნში რო გვყავს ფულის მჭმაელები გასაყრელი ლენგლე პირველ რიგში. გრიზმანი კოუტინიო ფირპო ბრაითვეიტი ლენგლე პიანიჩი. დემბელეს კიდევ დავტოვებდი ასაკიდან გამომდინარე ვიცი ბევრი არ დამეთანხმება ამ უკანასკნელზე მარა მთლად ვინისიუსიც არაა. კი შტერია მარა რავი დარტყმა მაინც იცის ხანდახან. გრიზმანის ფეხბურთი დამთავრდ დაცვაში თუ დადგება ლენგლეს ნაცვლად 😏