კატალონიის “ბარსელონას” ახალ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ლა ლიგისთვის მოთხოვნილი 124.6 მილიონი ევროს გარანტია ჯერ კიდევ არ გადაუცია – საბოლოო ვადა ორშაბათია, გადაუხდელობის შემთხვევაში კი ხელახალი არჩევნები გახდება საჭირო.
ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოანი ხელშეკრულებას Audax-თან აფორმებს, რომლისგანაც 70 მილიონი ევროს მიღება იგეგმება.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებისთვის ლაპორტა რამდენიმე სანდო პიროვნებას ბარსელონაში, საკუთარი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორანში შეხვდა.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, შეხვედრაზე რაფა იუსტე, ჩავი პუჩი, ჟული გუიუ, ჩავიერ არბოსი და ჟორდი ფინესტრესი ან პრეზიდენტის ძმა ჩავიერი იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტ ჟოან ვეილსის მტკიცებით, ლაპორტას, საბადელის ბანკთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, საჭირო თანხა უკვე აქვს. შედეგად, მან “ბლაუგრანას” პრეზიდენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ხვალ უნდა მოიპოვოს.
ჟოან ლაპორტამ ფინანსური გარანტია მიიღო-გაუჭირდებოდა!!!(ფეოლას სიტყვებით, ამ ფეოლასი არა.)
ცოტას ვნერვიულობდი მაგრამ მჯეროდა რომ მოგვარდებოდა.ნამდვილად არ იყო ახალი არჩევნების დრო.
კიდე რამხელაზე უნდა გაიწელოს ამ კაცის გაოფიციალურება პოსტზე
რა ვეღარ დასრულდა ამის დანიშვნა
ხომ ვთქვი ყველაფერი რიგზე იქნებათქო.
აჰა, კარგიაა
დარწმუნებული ვარ ლაპორტა ამ კრიზის მალე დააღწევს თავსს
აზრი? ისევ ლაპორტა მოიგებს. დაუშვათ ფრეიშას მოეგო საიდან მოიტანდა მაგ თანხას ლაპორტა თავისი კავშირებით ან იშოვის ან არა და ფრეიშას ან ფონტს რისი იმედი ქონდათ😳🤔
ძალიან კარგი
ეგრერა ეხა მაინც ჩაი@ვან ჟურნალისტებმა