ახლახანს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად ცნობილი გახდა. როგორც მოსალოდნელი იყოს, კატალონიური კლუბის ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა, რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხმების 100% დათვლილია. ლაპორტამ 30 184 (54.28%) ხმა მიიღო. მისმა კონკურენტებმა ვიქტორ ფონტმა და ტონი ფრეიშამ, შესაბამისად, 16 679 (29.99%) და 4 769 (8.58%) ხმა მიიღეს.
ლაპორტა “ბარსას” პრეზიდენტი მეორედ გახდა. აქამდე იგი აღნიშნულ თანამდებობას 2003-10 წლებში იკავებდა. ხსენებულ წლებში კატალონიელებმა 2 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 უეფას სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
იმედია, ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის ახალი ეპოქაც ძალიან ნაყოფიერი იქნება.
ყველას გილოცავთ
რაც პირველი პრეზიდენტობისას გააკეთა, იმდენივე შეძლოს ეხლა და მერე საპატიო(სამუდამო) პრეზიდენტადაც დატოვებენ.
როგორც იქნა🙏🙏
იმედია დაბრუნებს ძველ სტილს და დიდ იმედებს თავისი შედეგებიტ რაც ერთხელ უკვე გააკეთა
გილოცავთ ყველასს❤️დაე, ბარსელონას ბრწყინვალების დასაწყისი ყოფილიყოს ეს გამარჯვება!💙
აბა ვნახოთ, რას იზამს ლაპორტა ბიჭი :დ <3
კეთილი იყოს შენი დაბრუნება. წარმატებები ბარსაააა
გილოცავთ კიდევ ერთხელ კულეებო ლაპორტას კიდე წარმატებები
Gilocaavt kidev ertxel, chveni didebis era iwyeba❤️💙
ეს ისედაც ნათელი იყო რო მოიგებდა. მთავარია რას მოუტანს კლუბს ამის ხელმეორედ მოსვლა, ამას მომავალი გვაჩვრნებს.
კარგად მახსოვს ამის პირველი მოსვლა. ის რაც მანამდე ვიყავით დუტრუელებით ჰესპებით და ათასი ვანგაალისნაირი ნაგვებით. ამ სიტუაციას გავდა:
მაშინ ფიგუ გაყიდეს აქ ნეიმარი და სუარესი
მაშინ რივალდო გააგდეს გუნდიდან…
აქ მესის აგდებდნენ
მოკლედ მაშინდელი პრეზიდენტიც მაგრად აქანავებდა…
იმედია პირველ რიგში სიტუაცია დალაგდება.
იმედია უშველის კლუბს და ბოლო 6 წლის მანძილზე რა წუმპეშიც ვიყავით იქედან ამოგვათრევს დააბრუნებს კლუბს იმ დონეზე სადაც უნდა ყოფილიყო ბოლო ეს წლებია ბარსა სადაც მისი კუთვნილი ადგილია , საუკეთსოების გვერდით ისევ იმ კლუბად უნდა იქცეს ბარსა რომლისაც ყველას ეშინოდა … და არა პირიქით .. რომელსაც ყველა დასცინოდა . !
ყველამ დაალაიქეთ ეს კომენტარი <3 ვისაც გჯერათ რომ ბარსა დაიბრუნებს დიდებას !
კიდევ ერთხელ გილოცავთ
ლაპორტას წარმატებები.
მჯერა რომ აუცილებლად გაამართლებს იმედებს და დააყენებს გუნდს ფეხზე.
იმედია გაგვიმართლებ იმედებს მეორედაც
ასწორებს
ძლივს დადგა ეს დღე…… ბლინნ… როგორც იქნაა არ მჯერა, როგორ გაწელა ტუსკეტსმა მაგრამ დადგა ეს დღე, ლაპორტა პრეზიდენტია! გილიცავთ და წარმატებები ახალი ერა იწყება!
❤️❤️❤️❤️❤️საღოლ)) წარმატებები ამ კაცს,იმედია მალე დაუბრუნებს ბარსას ძველ დიდებას!!!!და მჯერა რო აიყვანს მალე გუნდს და ოეგანიზაციას ჩვეულ სიმაღლეებზე.
ბოლოს აეჩევნების შედეგები ესე 2012 ში გამიხარდა😂
ვისკა ბარსა ვისკა კატალუნია!!!!!!!გილოცავთ
გილოცავთ!!!!
გილოცავთ ყველაას! ლაპორტას კი წარმატებებს ვუსურვებ ამ რთულ გზაზე