დღეს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კატალონიურ კლუბს პრეზიდენტობის 3 კანდიდატი ჰყავს, მათ შორისაა ჟოან ლაპორტაც, რომელიც “ბარსელონას” პრეზიდენტი 2003-2010 წლებშიც იყო. იგი კანდიდატებს შორის აშკარა ფავორიტია.
“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტს აქვს კავშირები ისეთ წამყვან აგენტებთან, როგორებიც არიან: მინო რაიოლა, პინი ზაჰავი და ა.შ. ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში ეს გარემოება ზაფხულში გუნდის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
წარმოგიდგენთ “ბარსელონას” პოტენციური შემადგენლობის 2 ვარიანტს ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში Tribuna-ზე დაყრდნობით:
ვარიანტი N1
- ამ ვარიანტის მიხედვით ლეო მესი კლუბში დარჩება. მან დღეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო და რთული წარმოსადგენია, რომ მას ხმა ტონი ფრეიშასთვის ან ვიქტორ ფონტისთვის მიეცა.
- ლაპორტა შეეცდება “თავისი კარტი ითაშოს” და გაიფორმოს ერლინგ ჰოლანდი.
- ზაჰავის კლიენტი, დავიდ ალაბა ზაფხულში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ, ლაპორტა ამ ტრანსფერის განხორციელებაზეც იფიქრებს.
ვარიანტი N2
- ამ ვარიანტის მიხედვით გუნდს შემოუერთდება პოლ პოგბა. ის, ისევე, როგორც ერლინგ ჰოლანდი, მინო რაოლას კლიენტია არიან.


პოგბა არა იხვის ტოლმა კიდევ ! რა პოგბა რის პოგბა
,,,,,,,,თუ ის შეჩვენებული (გვარდიოლა) დააბრუნა ლაპორტამ მერე ნახეთ ეგ პატარები რა ფეხბურთის თამაში დაიწყოს სათითაოდ ყველამ !
რა პოგბა ჰაჰაჰაა პოგბას ჯიბეში ჩაისვამს მალე პედრი და დეიონგზე აღარც ვსაუბრობ
პოგბა რასაც ვხედავ და ვუყურებ, სეზონში 4-5 თამაშს თამაშობს კარგად, ნახევარს ისე რა. ჩვენ გვინდა ისეთი ვისაც ჩავარდნები არ ექნება.
მაინც ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მარცხენა ვინგერსე რომ კვარაცხელია დავამატოთ ბარსას რას იტყვით ( მარტო იმიტომ არა რომ ქართველია)? მგონი ათი წელი მართლა მოვაგვარებთ შემადგენლობის პრობლემას . გაიზრდება და ჩამოყალიბდება ბავშვებისგან შექმნილი გუნდი და ისეთ მონსტრად იქცევა , როგორიც იყო .
ალაბა კია უფასო მარა ხელფასს ითხოვს ძაან ბევრს
ჯერ 1 200 000 000 ვალი როგორ უნდა დაფარო ეგ იფიქროს კლუბმა :დ
ჰოლანდს ჯერ მესი რა პასებს მისცემს და მერე პედრი და პუჩი როგორ მიეხმარებიან,,,
პოგბა აღარ გვჭირდება, ისეთი ახალგაზრდა და მაგარი სასტავი გვყავს ნახ დაცვაში ნუ რავი მინიმუმ 10 წელი ამ პოზიციაზე პრობლემა ნაკლებად უნდა გვქონდეს
მბაპესთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ჰოლანდს შეუძლია დაივიწყეთ ,,მარტო ფატიც გვეყოფა" ფანტაზიები გუნდში ძლიერი გოლეადორია საჭირო
კოლიადოსაც იმედია მიეცემა პირველ გუნდში თამაშის უფლება მინგესას და მორიბას მსგავსად.
ორივე ვარიანტი ნაგავში მოისროლეთ
მომკალი და არ მომწონს ეს გაპიარებული, ზანტი პოგბა.
კოლიადოს ბრავო სუპერ თამაში დადეს ბიჭებმა მეორე ტაიმში
ან რა პოგბა .. ფუ ეხლა გულს ამერევა … ორივე ვარიანტს დღევნდელი ბარსა ჯობს ;დდდდდდდდდდ
ჰოლანდი ადრე უფრო მინდოდა, ახლა ამდენ გოლს რომ იტანს და ასეთ დონეზეა, რაღაცნაირად არ მინდა .. იბრას ვხედავ მასში 🙁
ჰალანდზე ტყუილად ნუ ოცნებობთ ხალხოოო… ჯობს ფატი იყოს თავის მშობლიურ პოზიციაზე ცენტრ ფორვარდად …
დემბელე , კოუტინიო , გრიზმანი და ა.შ ხლამი მოვცილოთ და ვიყიდოთ კარგი მარცხენა ვინგერი … კარგი მცველი და ძლიერი ცენტრი …
ჰოლანდი დაიდოს!
პოგბა არ მინდა ბარსაში. თან აგერ მორიბაც გვყავს, ორელიანა და მაგათ უნდა მიეცეთ შანსი. ჰალანდი გამოუშვით.
პოგბა არ მინდა. ჰალანდი მინდა😈😈 პირველ ვარიანტში დემბელე არ დგას შესაფერის პოზიციაზე!