როგორც ესპანური გამოცემა, “ელ მუნდო დეპორტივო” იტყობინება, ალექსის სანჩესი “ბარსელონაში” გადავა და მოირგებს ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩილელმა ფეხბურთელმა უარი უთხრა “მანჩესტერ სიტის” და განაცხადა, რომ “უდინეზეს” მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კატალონიურ გრანდში გადაბარგდება.
“ზებრებსა” და “ბლაუგრანას” შორის დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება. “ელ მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით, გუშინ “უდინეზეს” პრეზიდენტის ვაჟი, ჯამპაოლო ჯინო პოცი და “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიეს ალექსისის ტრანსფერთან დაკავშირებით.
“ბარსელონა” გადაიხდის 26 მილიონსა და დამატებით 11 მილიონი რაოდენობის ბონუსს იმ შემთხვევაში, თუ კატალონიური გრანდი ჩილელ ფეხბურთელთან ერთად წარმატებას მიაღწევს.



