workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტონი ფრეიშა: ჩავიმ “ბარსა ბ-დან” უნდა დაიწყოს

ტონი ფრეიშა: ჩავიმ “ბარსა ბ-დან” უნდა დაიწყოს

“ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატი ტონი ფრეიშა მიიჩნევს, რომ ლეგენდარულმა ჩავი ერნანდესმა მის მშობლიურ კლუბში მუშაობა სარეზერვო გუნდიდან უნდა დაიწყოს.

ფრეიშამ ამასთან დაკავშირებით პარალელი კიდევ ერთ ლეგენდასთან, “მანჩესტერ სიტის” ახლანდელ მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან გაავლო.

გვარდიოლა “ბარსელონა ბ-ს” მწვრთნელი იყო, მოგვიანებით კი მან პირველ გუნდთან ერთად ბრწყინვალე ეპოქა შექმნა. ჩავის შემთხვევაშიც “ბარსაში” სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად “ბარსა ბ” კარგი ვარიანტია.

– ციტირებს ფრეიშას სიტყვებს Catalunya Radio.

ჩავი ერნანდესი, ამჟამად, კატარულ “ალ სადს” წვრთნის და თანაც საკმაოდ წარმატებით. მან ცოტა ხნის წინ მწვრთნელის ამპლუაში აზიაში მე-5 ტიტული მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Always cule
    schedule 05 მარ 2021, 22:58
    #12

    პრინციპში მართალს ამბობს

  • nika 54
    schedule 04 მარ 2021, 17:58
    #11

    ისე ჩავიზე ვფიქრობდი და რაკიტიჩის სახე გამახსენდა, გუშინდელი დამატებითის დაწყების წინ რო გვანახვებდნენ ახლოდან. არა მარტო მაგას, ვინც გვანახეს როგორი მოტეხილები და დაბერებულები ჩანდნენ შემეცოდენ. და პირიქით როგორი მოხოდილები ჩანდნენ პიკე გრიზმანი და გახარებულები.

  • El pistolero 9
    schedule 04 მარ 2021, 17:39
    #10

    ბარსა ბ-ს ისედაც მაგარი მწვრთნელი ყავს პიმიენტას სახით და ყატარის ჩემპიონატი თუ ესპანეთის მესამე ლიგას არ ჯობია და რავიცი.თან იქ ტიტულს ტიტულზე იგებს

  • C.PC5
    schedule 04 მარ 2021, 17:23
    #9

    ფრეიშა თავისი განცხადებებით ცოტა მზედ კი მეხატება მარა ეს მართალი თქვა🤗

  • ბასქუ10
    schedule 04 მარ 2021, 17:20
    #8

    ბარსა ბ-ში არამგონია კარგი ვარიანტი იყოს, მაგას ჯობია რომელიმე ძლიერ ჩემპიონატში მოსინჯოს ბედი და მიიღოს გამოცდილება

  • me da barca
    schedule 04 მარ 2021, 17:11
    #7

    ამ ფრეიშას სერიოზულად არავინ აღიქვამს და ისე არ მოხდეს, რომ ამან გაიმარჯვოს, ვინ იცის ეშმაკს არ ძინავს და რამე არ იჩალიჩონ, რასაც გაყალბება ქვია. არც ეს გამიკვირდება

  • M10 S9 D11
    schedule 04 მარ 2021, 16:16
    #6

    ციტატა: Albicelecte
    გარსია პიმიენტას რას უპირებთ მერე?! ასე უბრალოდ აიღებთ და მოისვრით?!


    ხავის დანიშვნამდე ეგ დანიშნონ რა პრობლემაა

  • ROUCH
    schedule 04 მარ 2021, 15:45
    #5

    შანსი არა არ იზავს მაგას ხავი ბ გუნდში არ დაკარგავს დროს. თან სად მესამე დივიზიონში არიან სეგუნდაში მაინც იყვნენ. გვარდიოლა გვარდიოლა არსად არ ქონდა ნამუშევარი და ბ გუნდი ჩააბარეს მერე კიდე გარისკა ლაპორტამ. ხავი მშვენიერ ბაგაზე აბია ასე ვთქვათ ბარსას დუბლებს ჩაიბაებს ეგ ხო აფსურდია. ან ამას ვინ კითხავს ეგარი და მოიგო არჩევნები სპონსორიც რო გამოძებნა გნიდა კაცმა ამას გონოა ამომრჩეველს დააგოიმებს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 04 მარ 2021, 15:26
    #4

    ახლავე თუ ვერა გარკვეული დროის მერე შეძლებს ჩაიბაროს ბარსელონა და გამოუვა ბარსელონას გაწვრთნა რატომაც არა.

  • Albicelecte
    schedule 04 მარ 2021, 15:21
    #3

    გარსია პიმიენტას რას უპირებთ მერე?! ასე უბრალოდ აიღებთ და მოისვრით?!

  • Bobi
    schedule 04 მარ 2021, 15:15
    #2

    ერთი მხრივ ძალიანაც კარგი იქნება, მასზე კარგად ვინ უნდა შეატყოს ახალგზარდაა რას წარმოადგენს და რისი თავი აქვს, რამდენს წამოიყოლებს პირველ გუნდში და რად აქცვეს ეგ კიდევ ცალკე თემაა 💙❤️

  • M10 S9 D11
    schedule 04 მარ 2021, 14:09
    #1

    100%-იანია ორი სეზონი იყოს ბარსა ბ-ში შეხედოს ახალგაზრდებს და როგორც გვარდიმ ამოწია ბუსკეცი პედრო ბოიანი და კიდე სხვები ისე ქნას ამანაც