“ბარსელონას” ყოფილი მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ, The Telegraph-თან ინტერვიუში, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.
პორტუგალიელის თქმით, ლეოს ჯარიმების შესრულებაზე არასდროს უვარჯიშია.
არც კი ვიცი, როგორ გადმოვცე თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია იგი. იცით, რა ხდის მას კიდევ უფრო საოცარს? ვარჯიშზე ერთხელაც კი არ მინახავს, ლეოს ჯარიმა დაერტყას, 3 წლის განმავლობაში, გეფიცებით, ეს არასდროს უცდია.
შორეულ დარტყმებზე ყოველთვის ვვარჯიშობდით, მაგრამ მესი ჯარიმას არასდროს ასრულებდა, ეს, უბრალოდ, თანდაყოლილი ტალანტია.
ამბობენ, რომ ვარჯიში ხდის საუკეთესოს, თუმცა მას ამაზე არასდროს უვარჯიშია, თუმცა მაინც საუკეთესო იყო.
“ბარსას” მაისურით ჩემს ერთ-ერთი პირველ მატჩში ლეომ ბურთი მიიღო, გასცდა სამ ფეხბურთელს, ოთხს, ხუთს. მე კი ვუყურებდი და ვფიქრობდი – “ამას როგორ აკეთებს?”. მის გვერდით კარგი ფეხბურთელები უბრალო მოთამაშეებს ჰგვანან.
– ამბობს იგი.
გასულ ზაფხულში, სემედუ “ვულვერჰემპტონის” რიგებს შეუერთდა. ტრანსფერმა “ბარსას” 30 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა.
დევისის იმ ფინტმა შეიწირა ამის კარიერა ბარსაში
მესი უბრალოდ სიტყვები ზედმეტია, მისივე სახელში იკვეთება თუ რას წარმოადგენს, მას აქვს ნიჭი რომელიც ალბათ არცერთფეხბურთელს არ ჰქონია და არც ექნება, არამგონია ვინმეს მესის შემდეგ ჰქონდეს მსგავსი ან უკეთესი კარიერა, უბრალოდ საოცრებაა რასაც მესი აკეთებს
ეს ეხლა არ უვარჯიშია თორე 2015 წლამდე განსაკუთრებით 2014 წლის მუნდიალის მერე ჯარიმების დარტყმაში ვარჯიშობდა
ვფიქრობ ლა ლიგაში რამე ჯილდოს მაინც უნდა დაარქვან მისი სახელი კარიერის დასრულების შემდეგ 😁❤️❤️
როგორც ყოველთვის ხდება, რომ დაასრულებს ფეხბურთელის კარიერას მერე მიხვდებიან რა გენიოსიც იყო და დააფასებენ სათანადოდ
თანდაყოლილი ნიჭია, რომელსაც ვარჯიშითაც კი ვერ შეიძენ, გენიოსია ტიპი. ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ ისე, როგორც საჭიროა.
გენიაა მესი, გენია.
ისე სემედუ კი კაი ფასში გავყიდეთ, კიდე კაი ესეც 3-4 მილიონად არ გაატანეს.