ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კატალონიის “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება.
ხსენებული გუნდები ერთმანეთს 2019/20 წლების სეზონში შეხვდნენ, სადაც “რეკორდმასიტერმა” 8-2 მოიგო. რთულია იმის თქმა, რომ მას შემდეგ კატალონიელები გაძლიერდნენ – ალბათ, პედრის წყალობით, მხოლოდ ნახევარდაცვაში.
ახლა კი, მადრიდული გამოცემა Marca გვთავაზობს სტატიას, რომელშიც განხილულია, არის თუ არა “ბარსა” იმაზე უკეთესი გუნდი ამჟამად, ვიდრე იმ მატჩში იყო.
სისტემა
“ბლაუგრანას” მაშინდელმა თავაკცმა, კიკე სეტიენმა “ბაიერნთან” იმ შეხვედრაში 4-4-2 ტაქტიკა აირჩია. ახლა კი რონალდ კუმანი ფიქრობს, რომ 5-3-2 ფორმაციით ითამაშოს.
მეკარე
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 2-8 წაგებულ შეხვედრაში საშინლად გამოიყურებოდა. იმ მატჩის ექვსი გოლის ავტორიდან ოთხი კვლავ გერმანულ კლუბში ირიცხება – ყველა მათგანმა “ლაიფციგთან” 4-1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა. ტერ შტეგენი მათი ხილვით გახარებული არ იქნება.
დაცვა
უკანახაზი თითქმის იგივეა. უბრალოდ, ახლა ნელსონ სემედუ “ბარსაში” აღარაა, კლემან ლანგლეს კი, მოსალოდნელია, რომ ერიკ გარსია შეცვლის. ჟერარ პიკე კვლავ გუნდშია, რომელსაც რონალდ არაუხო და ერიკ გარსია შეუწყვილდება. ჟორდი ალბა კი მთელ ფლანგს ჩაიბარებს.
ნახევარდაცვა
სეტიენმა იმ მატჩის ძირითად შემადგენლობაში სერჟი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და არტურო ვიდალი დააყენა. ახლა კი, სავარუდოა, რომ პედრის დამატებით, შუახაზი უკეთესი გახდება – დანამდვილებით მხოლოდ ამ პოზიციაზე შეიძლება იმის თქმა, რომ “ბარსელონა” გასული 13 თვის განმავლობაში გაძლიერდა.
შეტევა
წაგებულ შეხვედრაში “ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” ლეო მესი და ლუის სუარესი უტევდნენ – კლუბი ნამდვილად ისურვებდა, რომ ისინი გუნდში ახლაც ჰყავდეს. ამჟამად რონალდ კუმანის განკარგულებაში მემფის დეპაი, ფილიპე კოუტინიო და ლუკ დე იონგი არიან.
სათადარიგოთა სკამი
“ესტადიო ლა ლუჟზე” კატალონიელთა რიგებში სათადარიგოთა სკამიდან ანტუან გრიზმანი და ანსუ ფატი შემოვიდნენ, თუმცა ფრანგი “ატლეტიკოში” დაბრუნდა, ახალი 10-იანი კი ტრავმირებულია. ასევე დაზიანებულები არიან სერხიო აგუერო, უსმან დემბელე და მარტინ ბრეითუეიტი. “ბარსელონამ” ლუკ დე იონგი დაიმატა, თუმცა შემადგენლობის სიღრმე აშკარად შემცირებულია.




ბარსელონაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ბაიერნი ნაღდად არ არის იმაზე უკეთესი რაც იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო "დამაჯერებლად" მოგვიგებდნენ.
დიახ არის.მათ შეამცირეს რაოდენობა
უკეთესი კიარა 20 თავით უარესი გუნდია, პედრიმ რა ფრხები უნდა ქნას ბავარიელებთან ან კიდე თავდასხმას შევხედეთ სად მესი სუა და სად დეფაი დეიონგი ხოარღადაობთ, ამ სიტუაციაში გრიზმანის გაშვება იყო უდიდესი შეცდომა
ხალხო ეს კომენტარორები ფეხბურთელებს ვერ ცნობენ?! მანჩესტერის თამაშს ვუყურებ დამაგლიჯეს ნერვები სანჩო ვანბისაკა რონალდო ბრუნოს. ვერ არჩევენ ერთმანეთისგან😆😒
კაი შეეშალათ შეეშალათ, მერამდენედ
აჰა ეგაა გააძევეს ვან ბისაკა
როგორ არაა უკეთესი გუნდი,მაგრამ ეგეც ახალგაზრდების ხარჯზე(პედრი,დე იონგი,ნიკო,გავი,არაუხო,მინგესა,ბალდე,დესტი,დეპაი,გარსია,ფატი) და არა კუმანის ტაქტიკური ინტელექტის ან რაიმე მსგავსის.
19 წლამდელებში ხომ მოვიგეთ, ამით მაინც ვანუგეშოთ საკუთარი თავი.
სახელებით არანაირად არაა, მარა სეტიენი ძაან პიჟონი იყო. კუმანის ბარსას ჰქონდა თითო ოროლა ნორმალური იგრა, რავი იმედია რო ბოლომდე იბრძოლებენ.