“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჯონათან დოს სანტოსი, ESPN-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.
30 წლის “ლა მასიელის” აზრით, რომელიც 2017 წლიდან “ლოს ანჯელეს გალაქსის” რიგებში ირიცხება, არგენტინელს ჩრდილოეთ ამერიკაში აუცილებლად ვიხილავთ.
დიდი ხანია, რაც “ბარსას” თამაში არ მინახავს, თუმცა პსჟ-თან შეხვედრას ვუყურე. არ ვიცი, რა სჭირს ლეოს. იგი აღარ არის ისეთი, როგორსაც 5-6 წლის წინ ვხედავდით. იმედი მაქვს, რომ ყველაფრის გამოსწორებას შეძლებს, ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას.
მისი MLS-ში ხილვა შესანიშნავი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ იგი კარიერას აქ დაასრულებს. 2-3 წელიწადში მას MLS-ში აუცილებლად ვიხილავთ და, იმედია, “ლოს ანჯელეს გალაქსის” შეუერთდება.
– ამბობს მექსიკელი.
ლიონელ მესის “ბარსელონასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.
ლეოს და სუას უკვე გადაწყვეტილი ექნებათ სად ითამაშონ ერთად, აშს-ს რომელ გუნდში.
არაა გამორიცხული ბოლო წლებში ამერიკაშიც გააგოროს ბურთი, სუარესთან ერთად
nika 54,
კაი ფული და ამერიკის მოქალაქეობა დაითრია 🙂
ეს და სუა ინტერ მაიამიში გაგაზავენ ერთად
MLS-ი არა ტოროლა
და შენ რა გჭირს რომ 27 წლისა MLS-ში გაიქეცი?