ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 თებერვალს მოხდა.

თამაშები

22 თებერვალს “ბარსელონას” 22-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 17 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1922 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხოსე პუჩ პუჩი, ზედმეტსახელად “კურტა”. 1942-1951 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 208 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. კურტამ “ბარსაში” 3-ჯერ ლა ლიგა, ასევე თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერ თასი მოიგო.

1931 წელი

“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის იმდროინდელი ლიდერი “რეალ სოსიედადი” 5-1 გაანადგურა. გოლები აროშამ (3), სასტრემ და პიერამ გაიტანეს.

1994 წელი

“ვალიადოლიდთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (3-1) რონალდ კუმანმა ლა ლიგაში თავისი მე-10 დუბლი გაიფორმა.

ეს თამაში ხოსე მარი ბაკეროსთვის ლა ლიგაში მე-400 გამოდგა.

2001 წელი

უეფას თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” ბერძნული აეკ 5-0 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ლუის ენრიკემ (3), რივალდომ და ჟერარ ლოპესმა გაიტანეს. ლუის ენრიკესთვის ეს უეფას თასზე შესრულებული პირველი და ბოლო ჰეთ თრიქი გამოდგა.

2003 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ბეტისი” 4-0 გაანადგურა. კატალონიელებისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში მოგებული 1200-ე თამაში გამოდგა, ხავიერ სავიოლამ კი ლა ლიგაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

2006 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “ჩელსი” სტუმრად 2-1 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლი სამუელ ეტო’ომ გაიტანა, ჯონ ტერიმ და ტიაგუ მოტამ კი ავტოგოლები გაცვალეს. პირველ ტაიმში მესისთან უხეშობის გამო მოედნიდან ასიერ დელ ორნო გააძევეს.

ამ მატჩში “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-300 გოლი გაიტანა.

2020 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ეიბარი” 5-0 გაანადგურა. 4 გოლი მესიმ გაიტანა, ხოლო ერთი არტურმა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 22 თებ 2021, 13:08

    ვკითხულობ ამ ისტორიას და გული მეწვება, უმეტესი მოგებები და თან დიდი ანგარიშებით. რა იქნა ბარსა, ბართომეუ შენ რა გითხარი შე დეგენერატო.