რა შანსები აქვს “ბარსელონას” მერვედფინალურ ეტაპზე – კომპიუტერული ალგორითმი

რა შანსები აქვს “ბარსელონას” მერვედფინალურ ეტაპზე – კომპიუტერული ალგორითმი

წარმოგიდგენთ FiveThirtyEight-ის მიერ შემუშავებულ კომპიუტერულ ალგორითმს, სადაც კატალონიელთა შანსებია წარმოდგენილი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე.

ამ ალგორითმის მიხედვით 67%-იანი შანსი არსებობს იმისა, რომ “ბარსელონამ” პსჟ დაამარცხოს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდეს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე “რეალის” შანსები “ატალანტასტან”, “ლივერპულის” შანსები “ლაიფციგთან” და ა.შ.

ალგორითმი სწავლობს როგორც გუნდის ამჟამინდელ ფორმას, ისე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ასპარეზობას ამ სეზონში, შესაბამისად იმის გამო, რომ “ბარსელონამ” პსჟ-სგან განსხვავებით ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ წააგო და ამჟამად პსჟ კარგად არ გამოიყურება კატალონიურ კლუბს მეტი შანსი ექმნება მეოთხედფინალურ ეტაპზე გასასვლელად.

“ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის პირველი დაპირისპირება “კამპ ნოუზე” 16 თებერვალს შედგება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • rivaldo80
    schedule 14 თებ 2021, 19:22

    დაცვაა თუ დალაგდა გავცდებით და ზოგადად დაცვა ჩვენი პრობლემა თორე ფინალშიც გავალთ

  • nika 54
    schedule 14 თებ 2021, 18:56

    ნუ გავსულვართ რა, კომპიუტერულ ალგორითმებს არაფერი ეშლებათ. relaxed relaxed

  • me da barca
    schedule 14 თებ 2021, 17:49

    ჯერ გადავკუზოთ და მერე ვიბლატაოთ.

  • barca`barca
    schedule 14 თებ 2021, 16:22

    ნეიმარის არყოფნა პირდაპირ ჩვენს გასვლას ნიშნავს.. ნახავთ 😀👍🏼

  • M10 S9 D11
    schedule 14 თებ 2021, 15:49

    ციტატა: fcbmaniacofalltime
    პესეჟე გადაგვკუზავს საოცრად თან


    ფეხები ვერ მოგვჭამოს

  • Iniesta_8
    schedule 14 თებ 2021, 15:43

    დაცვა თუ დავალაგეთ რამენაირად აუცილებლად გავალთ, მაგრამ პიკეს და არაუხოს გარეშე ძაან გაჭირდება. ნეიმარი და დიმარია რომ არ არიან ეს გვიქმნის უპირატესობას, თორემ განწირულები ვიქნებოდით. პესეჟეს სუსტი მხარე ძლიერი ფსიქოლოგიაა და პრინციპში ჩვენიც. ასე რომ თანაბარი შანსები აქვს ორივე გუნდს გასვლის. განმეორებითში პიკეც იქნება და არაუხოც, შეიძლება ფატიც და იქ უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. თავის მხრივ პარიზელებს ნეიმარი, ვერატი და დიმარია დაუბრუნდებიან და მაგარი თამაში წავა.

  • alen halilovic
    schedule 14 თებ 2021, 15:10

    ცოტა ხნის წინ რაიო ვალეკანოებთანაც არ ვიყავით ფავორიტები, ასე რომ ესე მარტივად არაა საქმე, მარა იმედია განწყობა კარგად იმოქმედებს შედეგზე. ნუ პრინციპში მესიზე კარგად მოქმედებს ხოლმე კარგი განწყობა და ეს ფაქტობრივად უკვე შედეგს უდრის

  • saba17
    schedule 14 თებ 2021, 14:52

    უნდა მოვუგოთ რა და წესით მოვუგებთ კიდეც თუ დაცვამ არ ივაჟკაცა და ჩვენმა ბულდოგმაც

  • M10 S9 D11
    schedule 14 თებ 2021, 14:50

    უეჭველი გამოვაგდებთ პესეჟეს