“ბარსელონა” სეზონის პირველი და ყველაზე მარტივად მოსაგები ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას დღეს შეეცდება. ესპანეთის თასზე, სადაც აღარც “რეალია” და აღარც “ატლეტიკო”, “ბარსელონა” “გრანადას” სტუმრად დაუპირისპირდება. ეს ეტაპი ერთმატჩიანია, მისი დაძლევის შემთხვევაში კი “ბლაუგრანა” ნახევარფინალში გავა, სადაც უკვე 2-2 თამაში გაიმართება.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონა” ძალებს იკრებს. კორონავირუსით გამოწვეული ძალიან შემჭიდროვებული გრაფიკის პირობებში არათუ ყველა, ერთ თამაშშიც კი რომ შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაც შეუძლებელია, ამას დიდი ხანია შევეგუეთ. “ბარსელონას” მსგავსი გუნდებიც კი ცდილობენ, ანგარიშში წინ გასვლის შემთხვევაში, საქმე ბოლომდე ძალების მაქსიმალური დაზოგვით მიიყვანონ. ასეთი სეზონი გვაქვს და ამას ვერ გავექცევით. ამ რეალობის გათვალისწინებით კი, 2021 წელს ნაჩვენები შედეგები ნამდვილად კარგია – 9 თამაშიდან 8 მოგება. თამაშის ხარისხი გადასარევი არაა, მაგრამ ამ სეზონში მთავარი შედეგია, ამას უნდა შევეგუოთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ბარსელონას” ფორმას კარგი ეთქმის. შეიძლება ძალიან კარგიც კი, რადგან კატალონიელებმა ლა ლიგაში ზედიზედ 5 თამაში მოიგეს, ასეთი რამ კი ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის შემდეგ პირველად მოხდა. სტუმრად კიდევ უფრო კარგი შედეგები გვაქვს – ზედიზედ 7 გამარჯვება, რაც ლუის ენრიკეს სადებიუტო სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
“გრანადას” რაც შეეხება – ანდაულისელებმა უკანასკნელი 4 მატჩიდან 1 მოიგეს, ისიც მესამელიგელ “ნავალკარნეროსთან”, თუმცა 6-0.
საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან “გრანადას” მხოლოდ 1 წაგება აქვს, ისიც “ბარსელონასთან”, 0-4. კატალონიელებმა “ნუევო ლოს კარმენესზე” 9 იანვარს გაილაღეს. ეს კუმანის გუნდის ჯერჯერობით ბოლო იოლი მოგებაა.
დანაკლისი
“ბარსელონას” რამდენიმე დღის წინ სერჟი რობერტო, გუშინ კი სერჟინიო დესტი დაუბრუნდა. ლა ლიგაში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაბრუნდა სერხიო ბუსკეტსიც. ლაზარეთში რჩებიან პიკე, ფატი და კოუტინიო. მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადში ვერ მოხვდა მატეუს ფერნანდესი, რომელიც სხვა დროს რატომ ხვდება ხოლმე, გაუგებარია. მის მსგავსად გრანადაში არ გაემგზავრა ჟუნიორ ფირპო, რომელსაც არც ტრავმა აქვს და არც დისკვალიფიკაცია.
“გრანადას” ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. თამაშამდე 2 დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა იანხელ ერერას, რომელსაც მწვრთნელი ცენტრალურ ნახევარმცველად ყველაზე ხშირად ენდობა. სხვა დროს მას მაქსიმ გონალონი შეცვლიდა, მაგრამ ფრანგი შუახაზელი ტრავმირებულია.
ურთიერთშეხვედრები
ეს “ბარსელონასა” და “გრანადას” შორის რიგით 53-ე თამაში იქნება. წინა 52 შეხვედრიდან კატალონიელებმა 41 მოიგეს, 5 ფრედ დასრულდა, ხოლო ანდალუსიელებმა მხოლოდ 6-ჯერ იმარჯვეს.
თერთმეტივე ის მატჩი, რომელშიც “ბლაუგრანამ” ვერ მოიგო, ანდალუსიაში გამართულ შეხვედრაზე მოდის. “გრანადასთან” სტუმრად ჩატარებული 26 დაპირისპირებიდან კატალონიელბმა 15-ში იმარჯვეს, 5 ფრედ დაასრულეს და 6 დათმეს.
ესპანეთის თასზე ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ მესამედ გადაეყარნენ. წინა ორ შემთხვევაში “ბარსამ” მარტივად იმარჯვა. 1949 წელს, 1/4 ფინალში, სტუმრად 2-2 თამაშის შემდეგ კატალონიელებმა მეტოქე შინ 5-0 გაანადგურეს. 10 წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს უკვე ფინალში შეხვდნენ, სადაც “ბარსელონამ” 4-1 მოიგო.
რაც შეეხება ბოლო შეხვედრებს – უკანასკნელი 19 დაპირისპირებიდან 17 კატალონიელებმა მოიგეს და 2 ანდალუსიელებმა. ამ გუნდებმა ერთმანეთში ფრედ ბოლოს 1974 წელს ითამაშეს. ბოლო 2 შეხვედრა “ბლაუგრანამ” მოიგო, მათ შორის ერთი მიმდინარე სეზონში, სტუმრად 4-0. იმ მატჩში 2-2 გოლი მესიმ და გრიზმანმა გაიტანეს.
არბიტრი
შეხვედრის განსჯა 37 წლის გამოცდილ არბიტრს, ხოსე მარია სანჩეს მარტინესს დაევალა.
“ბარსელონას” მატჩში მას მონაწილეობა 21-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა ამ თამაშების 76% მოიგეს. არცერთ სხვა გუნდს სანჩეს მატინესის მსაჯობით ჩატარებული მატჩებიდან 58%-ზე მეტი არ აქვს მოგებული. 16 გამარჯვების გარდა “ბარსამ” 2-ჯერ ფრედ ითამაშა და 3-ჯერ წააგო.
“ბარსელონას” დიდი უპირატესობა იკვეთება სხვა სტატისტიკაშიც. 5 წითელი ბარათიდან “ბარსას” ფეხბურთელებმა 1 მიიღეს, მეტოქეებმა კი 4, ხოლო 9 თერთმეტმეტრიანიდან 6 “ბლაუგრანას” სასარგებლოდ დაინიშნა.
“გრანადას” მარტინესის მსაჯობით ჩატარებულ 5 მატში 2 მოგება და 3 ფრე აქვს, რაც ანდალუსიური გუნდისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. ამ არბიტრს “გრანადას” მატჩში წითელი ბარათი არ უჩვენებია, თერთმეტმეტრიანი კი ერთხელ დანიშნა, მეტოქის კარში.
კიდევ უფრო კარგი სტატისტიკა აქვს “ბარსას” ვიდეორეფერისთან, იგნასიო იგლესიას ვილანუევასთან. 17 თამაშიდან 13 მოგება (76%), 3 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი. ამ არბიტრს “ბლაუგრანას” ფეხბურთელისთვის წითელი ბარათი არასდროს უჩვენებია, მეტოქე კი მოედნიდან 4-ჯერ გააძევა. საჩვენოდაა პენალტების სტატისტიკაც – 6-2.
საინტერესო ფაქტები
- ამ გუნდებს შორის ფრე ბოლოს 1974 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ “გრანადამ” და “ბარსელონამ” ერთმანეთში 19 თამაში ჩაატარეს;
- გუნდების ბოლო 3 ურთიერთშეხვედრაში გოლის გატანას მხოლოდ ერთი მათგანი ახერხებდა;
- “გრანადას” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში 2 გოლზე მეტი გადიოდა;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან 6-ში 2 გოლზე მეტი გადიოდა;
- ბოლო 7 თამაშიდან 6-ში “ბარსელონა” ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “გრანადასა” და “ბარსელონას” შორის გამართული ბოლო 6 დაპირისპირებდან 5-ში არბიტრმა 4-ზე მეტი ბარათი აჩვენა;
- “გრანადასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ ბოლო 5 დაპირისპირებაში გუნდებმა 10 ან ნაკლები კუთხური მოაწოდეს.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Marca
გრანადა: რუი სილვა, ფოლკიე, დუარტე, ვალიეხო, ხერმანი, ნევა, ეტეკი, მონტორო, პუერტასი, სოლდადო, კენედი.
ბარსელონა: ნეტუ, ს. რობერტო, უმტიტი, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.
Sport
გრანადა (4-4-2): რუი სილვა, დიასი, დომინგოსი, ხერმანი, ნევა, ეტეკი, მონტორო, სორო, პუერტასი, სოლდადო, მოლინა.
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ს. რობერტო, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.
AS
გრანადა (4-3-3): აარონი, ფოლკიე, ვალიეხო, ხერმანი, ნევა, მონტორო, ეტეკი, ვიკო, მაჩისი, სუარესი, სოლდადო.
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ს. რობერტო, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, ტრინკაუ, მესი, გრიზმანი.
პროგნოზი
- Sportskeeda: 1-2
- Sportsmole: 1-3
- Squawka: 1-2
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭრასპორტ 2 და Adjarasport.tv გთავაზობთ..
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
ვემშვიდობებით სამეფო თასს😁
წესით ჩვენები კაი ხასიათზე უნდა იყვნენ და უნდა მოვიგოთ უპრობლემოდ.
ფრენკი-პედრი
ბუსკეცი
ალბა-უმტიტი-არაუხო-რობერტო
ტერ შტეგენი
მგონი პედრის დასვენების დროა!!
ნეტუ
მინგესა-არაუხო-ლენგლე-ალბა
პიანიჩი-ბუსკეტსი-დე იონგი
დემბელე-მესი-გრიზმანი
დემბელე-ტრინკაო
გრიზმანი-ბრაითვაიტი
მინგესა-დესტი
პიანიჩი-ს,რობერტო
არაუხო-უმტიტი
პედრიმ დღეს უნდა დაისვენოს!
ნეტუ
დესტი არაუხო უმტიტი ალბა
დეიონგი ბუსკეცი პუჩი
ტრინკაუ მესი გრიზმანი
მოსაგებია ეს თამაში აუცილებლად