“ბარსელონას” მთავარი მიზანი არგენტინელი თავდამსხმელის, 26 წლის ხულიან ალვარესის ტრანსფერია და კლუბმა ამ მიმართულებით აქტიური ქმედებები დაიწყო. დღემდე “ატლეტიკო” ტრანსფერზე კატეგორიულ უარს ამბობდა, მიუხედავად თავად ფეხბურთელის სურვილისა. სამშაბათს განხორციელებულმა ვიზიტმა კი შესაძლოა მოლაპარაკებები დააჩქაროს.
Jijantes-ის ცნობით, სპორტული დირექტორი დეკუ და მისი მარჯვენა ხელი ჟოაუ ამარალი ალვარესის ტრანსფერის წინ წასაწევად მადრიდში გაემგზავრნენ. “ბარსელონაში” კარგად იციან, რომ შეტევის გასაძლიერებლად არგენტინელი საუკეთესო ვარიანტია და ასევე აცნობიერებენ, რომ მოთამაშის სურვილი “მეტროპოლიტანოდან” წასვლის შესახებ მათ საქმეს გაუადვილებს. თუმცა, კატალონიელები თავდამსხმელის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხის გადახდას არ აპირებენ.
მოსალოდნელი შეხვედრა აგენტთან
ჟერერ რომერო ირწმუნება, რომ უახლოეს საათებში დეკუსა და ჟოაუ ამარალის შეხვედრა ალვარესის აგენტთან, ფერნანდო იდალგოსთანაა დაგეგმილი. თავდამსხმელს “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მაგრამ კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ მოთამაშე წასვლის სურვილს კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირებს.
“ბარსელონაში” კვლავ სჯერათ, რომ ალვარესის ტრანსფერი რეალურია, თუმცა პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს. ფლიკს მისი დამატება შემადგენლობის სრულყოფისთვის სურს, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრანსფერის მოთხოვნით გაკეთებულმა განცხადებებმა კი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის მოწონება დაიმსახურა.
მიდი შე თესლო ჩაუტარე ფოკუზი ატლეტიკოს😂🤡
ფოკუსის დროს რამე არ შეეშალოს და ალვარესის მაგივრად ლენგლე არ დააბრუნოს😂😂😂
ჯვარი გვწერია ძმა😕
უფრო სამართლიანი რომ იყოს დავადგენდი მსგავს წესს:
გამოსასყიდ თანხად მივუთითებდი შემდეგს: გადახდილი თანხა+კონტრაქტის განმავლობაში გადახდილი ხელფასი იმის ჩათვლით, რაც კონტრაქტის ამოწურვამდე აქვს დარჩენილი; ეს გამოდის 177 🍋
ეს მაღალი თანხაა, მაგრამ 500🍋 შედარებით მაინც “ადამიანურია”
და შეეცდები შეამცირებინო სადღაც 120-135-მდე
ჩოლოს იმედი მაქ რო ალვარეს არ შეუშლის ხელს.მაგრად გამოგვადგება ობობა ორესინგზე
სადღაც წავიკითხე, ალვარესის აგენტები ბარსელონაში ჩავიდნენო და ეს მადრიდში ვისთან ჩავიდა სერესოსთან? იდი ნახუით გამოუშვებს აჩკებიანი გველი.
ეგ მეც წავიკითხე მეგობარო, აცდენ გზაში 🙂🙂. დეკო და მისი მარჯვენა ხელი წავიდნენო, ეტყობა მარცხენა ხელი და ფეხები აქ დატოვა 😂😂😂
არ მივიდეს ალვარესი ვარჯიშებზე. უარი თქვა გამოცხადებაზე და წნეხში მოაქციოს ხელმძღვანელობა. ასეთი პრეცედენტები ხომ გვაქვს ფეხბურთში. კლუბი თავისმხრივ არასწორად იქცევა. ციხე ხო არაა ფეხბურთელ წასვლა უნდოდეს და არ უშვებდე, ხოდა გამართლებული იქნება ალვარესისგან მასეთი ქცევა.
ეგ მართალია ყველა მოთამაშეს უნდა ედოს გამოსასყიდი პუნქტი, არაასტრონომიული არამედ რეალური. 100-120 ალვარესს და ვიყიდდით მარტივად როგორც გრიზმანი ვიყიდეთ. აქ ერთი მომენტია მარტო, დემბელე კოუტინიო ისაკი და ა.შ. ყველა ვინც ეგრე დატოვა გუნდი ყველს გაფლოპდა