როგორც იცით, „ბარსელონა“ დაცვის ხაზის გაძლიერების მთავარ კანდიდატად „მანჩესტერ სიტის“ უკანახაზელს, ერიკ გარსიას განიხილავს.
ახლა კი, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლა მასიელის“ კატალონიურ გრანდში 2021 წელს დაბრუნება გარდაუვალია.
აგრეთვე, წყაროს ცნობით, „ბლაუგრანა“ ეცდება 19 წლის ფეხბურთელი იანვარშივე შეიძინოს, თუმცა ამისთვის „ქალაქელებთან“ მოლაპარაკება მოუწევს, ზაფხულამდე მოცდის შემთხვევაში კი, იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდება.
ამას რატო გადააკვდნენ როცა პაუ ტორესი არსებობს
არც უფასოდ მინდა და არც ბონუს მზითევით, რამდენიც ამან ითმაშა იმდენი წააგო სიტიმ 😀
ხო ხო არ გაიკრათ ჯიბეზე ხელი და არ მოიყვანოთ ზამთარში არავინ არ გვჭირდება
სატრანსფერო ფანჯარა როდის იხსნება და სადამდე გრძელდება?
მაინტერესებს , ამის იმედზე ვართ ?
გააჩნია რამდენს ითხოვენ, 5-8 ლიმონი თითქმის უფასოდ დათრევას ნიშნავს
მემგონი მაინც ზაფხულში მოყვანა ჯობს თუ მოყავთ. ბოლობოლო თუ არ გამოდგა ფული მაინც არ გვექნება გადაყრილი
ტვინი წაიღეს უკვე რა ამით თუ მოდის მოვიდეს თან უფასოდ თუა მთლად კარგი თუ არადა კარგად იყოს სადაც არი