როგორც კატალონიური სპორტული გამოცემა “სპორტი” იუწყება, ჩილელი ფორვარდი, ალექსის სანჩესი ბარსელონას ორშაბათს ეწვევა…
გამოცემა “სპორტის” ინფორმაციის თანახმად, იტალიური “უდინეზეს” ფორვარდმა, ჩილეს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისგან, ბარსელონაში ხელშეკრულების გასაფორმებლად გამგზავრების თანხმობა მიიღო. მოგეხსენებათ, ახლა ჩილე “კოპა ამერიკასთვის” ემზადება … “სპორტმა” ასევე დაასახელა თანხა, რომელსაც კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ალექსის სანჩესისათვის გაიმეტებენ – ეს თანხა მთლიანობაში 39 მილიონ ევროს შეადგენს…
ამასთან ერთად კი “სპორტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარასკევს მან, თავის ჩილელ თანაგუნდელებს ასეთი რამ განუცხადა: “მე ბარსელონაში მივდივარ.”
Alexis Sanchez – Welcome to Barca?
[media=http://www.youtube.com/watch?v=ZgfMSkP7_eU]



