კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, რომელმაც ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ყოფილ კლუბზე საუბრობს.
“გულს მტკენს ის ფაქტი, რომ “ბარსა” იმ იდეოლოგიას ღალატობს, რომელმაც გუნდი საუკეთესო გახადა. “ლურჯ-ბროწეულისფერები” ახლა პრიორიტეტად სხვა საკითხებს მიიჩნევენ და ის ფილოსოფია, რომელმაც კლუბი აქამდე მოიყვანა, არ შეინარჩუნეს”, – აცხადებს “ელ ხეფესიტო” The Tactical Room-თან ინტერვიუში.
კატალონიური გრანდის ამჟამინდელი დამრიგებელი, რონალდ კუმანი აღიარებს, რომ თავისი გუნდი აღარ თამაშობს ისეთი სტილით, როგორსაც, მაგალითად, პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს ხელში გვთავაზობდა. ბევრის აზრით, “ბლაუგრანამ” ამ გზიდან გადახვევა ერნესტო ვალვერდეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნით დაიწყო.
შეგახსენებთ, არგენტინელი “ბარსას” რიგებში 2010-2018 წლებში ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში მასკერანომ 334 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლით გამოიჩინა (“ოსასუნასთან”). ხავიერმა კატალონიელებთან ერთად 19 ტიტული მოიგო, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა.
გუნდი აღარ თამაშობს ტოტალურ ფეხბურთს!აღარ თამაშობს პრესინგს!გუნდს აქვს მშიშარა მენტალიტეტი!გუნდის ძირითადში ვეღარ ხვდებიან ლა მასიელები!გუნდს ჩამოუყალიბდა ჩმორის მენტალობა!ბარსას წილისყრის ეშინია!
მე სხვა გუნდი შემიყვარდა თავის დროზე😥😥
Albicelecte,
მგონი ლეგნლემ ჩითავს აბა ასე დასლევებული როგორ არის ყველა თამაშში:დ
სავარაუდოდ, გასახდელში გალის 2 ნაპასიანი გაჩითა უმთითიმ ან დემბელემ, თავისი საძმოსგან საჩუქრად
ჩვენც 🙁
4-2-1-3 და გრიზმანის კოუტინიოს და მესის ერთად თამაში უკვე სტილის ღალატია,კუმანი კი გაჰკიოდა აი დნმ მაქვს ბარსას სტილი ბარსას სტილიო და კი ვხედავთ არ შემდგარ ხოლანდიის ნაკრებს.ისე ზოგადად ბარსა ვალვერდედან მოყოლებულია ღალატობს სტილს
გუშინ პირველი ტაიმის შემყურე მეგონა ვსიო გაიღვიძეს მეთქიდა მეორეში რა დალიეს ან რა მოწიეს ეგეთი რო სლეებივით დარბოდნენ არვიცი
გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება რაც არუნდა ვაპრავოთ რომ მოვიგეთ და კარგი იყო არა არ იყო კარგიიი!გუნდი არეულია საშინლად,გარდარბენაზე არიან,ნახირივით დარბიან აქეთ იქეთ მეორე ტაიმზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ფეოლა ტაქტიკური ვიდეო ანალიზი გააკეთე განგვანათლე ასახსნელად სიტყვები არ მყოფნის.
კი, საწყენია, მაგრამ მასკემაც უფრო უნდა გაშალოს თემა, კონკრეტულად სად, რომელ ასპექტში, რა გაუარესდა და ასე შემდეგ…