იტალიურ “უდინეზეში” მოთამაშე ჩილელი ნახევარმცველი, ალექსის სანჩესი ნელ–ნელა კატალონიის “ბარსელონას” უახლოვდება. გუშინ, კატალონიურმა და იტალიურმა მხარეებმა ტელეფონზე ისაუბრეს, თუმცა შეხვედრა არ გაუმართავთ. “ბარსა” იტალიური გუნდის ხელმძრვანელობას 25 მილიონსა და დამატებით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა “უდინეზეს” პრეზიდენტი ბოიან კრკიჩის ტრანსფერში გამოყენებაზე ფიქრს ვერა და ვერ ეშვება.
კარგი სიახლე კატალონიური გუნდისათვის და მისი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილისათვის, რომლებიც ალექსისის კატალონიაში გადმობარგებას სულმოუთქმენლად ელიან, კარგი სიახლე არის ის, რომ ჩილელი ფეხბურთელის აგენტი კატალონიის დედაქალაქში, “ბარსელონასთან” მოლაპარაკებების საწარმოებლად რჩება. ასე რომ, ნელ–ნელა კატალონიას სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი უახლოვდება და იმედია ეს მოახლოვება მხოლოდ მოახლოვებად არ დარჩება და საბოლოოდ ალექსისი ბარსელონაში აღმოჩნდება…



