ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსამ 16 წლის ფეხბურთელი იყიდა

ბარსამ 16 წლის ფეხბურთელი იყიდა

კატალონიის “ბარსელონამ” “ლიდსის” ახალგაზრდული აკადემიიდან გადმოიბირა 16 წლის პერსპექტიული ახალგაზრდა, ელიოტ კები, რომელიც მომავალი წლიდან “ბარსას” ცნობილ აკადემიაში განაგრძობს მოღვაწეობას.

 

16 წლის ახალგაზრდამ 8 წელი გაატარა “ლიდსის” აკადემიაში. ის საკლუბო სისტემის ახალ დონეზე გადავიდა. ინგლისური პრესა იუწყება, რომ ის უკვე კატალონიელთა ცნობილ აკადემიაშია. “ლიდსი” კონპენსაციის სახით ერთ მილიონ ფუნტს მიიღებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ლიდსის” აკადემიიდან ახალგაზრდულ ასაკში მიჰყავთ ბავშვი, ამიტომაც კლუბის მესვეურები ითხოვენ კონპენსაციას.

 

ცნობილია, რომ კები აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს “მანჩესტერ იუნაიტედთან” და ძალიან ახლოს იყო გადასვლასთან, თუმცა ზამთარში ვერ შეთანხმდა ორი მხარე და დღეს იგი “ბარსელონას” ფეხბურთელად ითვლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში