“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ილიას აკომაში კატალონიური კლუბის უფასოდ დატოვებასთან ახლოსაა. ინფორმაციას Sport ავრცელებს.
18 წლის გარემარბს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, მაგრამ ამჟამად მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კატალონიური მედიის ცნობით აკომაშის კარიერის ინგლისში ან იტალიაში გაგრძელების შანსი აქვს. მას “ლიდს იუნაიტედი” და “მილანი” იწვევენ.
“ლიდსი” ილიასს პირველ გუნდში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იორკშირელებს პრემიერ ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ.
მომდევნო სეზონში უმაღლესში ითამაშებს “მილანი”, მაგრამ იტალიელები აკომაშის გარანტიას ვერ აძლევენ, რომ ის პირველი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.
ჩემი აზრით ლამასიელები როლებიც იჯარით მიდიან ისინი ვეღარ ვითარდებიან რადგან როდესაც მთელი ცხოვრებაა ბარსელონას აკადემიაში ხარ და ბარსას სტილთან ხარ ადაპტირებული შემდეგ კი რაღაც საშუალო ან დაბალი დონის გუნდში გადადიხარ იჯარით პრაქტიკისთვის ვერ ერგება იმ გუნდს და შესაბამისად შენი ტალანტიც
იკარგება,რადგან როდესაც მთელი შენი ცხოვრება გასწავლიდნენ პასის კულტურას, სწრაფ შეტევებს და ტიკი-ტაკას და უცებ იჯარით კადისისნაირ ან ბილბაოსნაირ კლუბში მიდიხარ იკარგები.
მერე თუ არ ბრწყინავს გაყიდონ, მაგის მეტი რა ეხერხება ლაპორტას. ცოტა მესიზე ვერ ივარგა და მუქთად გაექცა.
ჰოდა დაეტიოს სადაც არის იქნებ რამე გამოვიდეს
მისგან