კატალონიური ”ბარსელონას” ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა მზადაა დატოვოს გუნდი, თუკი სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი განხორციელდება, გადმოვცემს ყოველდღიური მადრიდული გამოცემა marca.
საქმე ისაა, რომ ესპანური გრანდის სამწვრთნელო შტაბს აუცილებლად სურს საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ჩართოს ლონდონის ”არსენალის” კაპიტანი, სესკ ფაბრეგასი. თუკი ეს ტრანსფერი განხორციელდება ტიაგო ალკანტარა კლუბის ხელმძღვანელებს მოსთხოვს სატრანსფერო ბაზარზე დაყენებას, რადგან ვერ ხედავს საკუთარ პერსპექტივებს სიტუაციის ამგვარი განვითარების შემთხვევაში. ფეხბურთელი ხვდება, რომ ”ბლაუგრანას” შემადგენლობაში კიდევ ერთი მაღალი დონის ნახევარმცველის გადასვლის შემთხვევაში მას სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ მიეცემა.



