ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბლაუგრანელები ტიტულებისთვის ბრძოლას არ წყვეტენ

ბლაუგრანელები ტიტულებისთვის ბრძოლას არ წყვეტენ

 

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ, ბრაზილიელ და 21 წლამდელ ესპანელ ფეხბურთელებს ოფიციალური მატჩების გამართვა ზაფხულშიც მოუწევთ. ბლაუგრანელები “კოპა ამერიკასა” და “U21 ევროპის ჩემპიონატში” საკუთარი ქვეყნების ღირსების დაცვას შეეცდებიან…

 

როდესაც “ბარსას” ზოგიერთმა ფეხბურთელმა უკვე სანაკრებო შეხვედრებისგან დასვენებაც შეძლო, ზოგი კი ამას რამდენიმე დღეში მოახერხებს, არსებობენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც ამ ზაფხულის განმავლობაში ოფიციალური ტიტულების მოპოვებისთვის იბრძოლებენ. კატალონიურ კლუბში ათი ასეთი ფეხბურთელის გვარის მოძებნა შეიძლება.

 

ლეო მესი, ხავიერ მაშერანო და გაბრიელ მილიტო დაახლოებით 2 კვირიანი დასვენების შემდეგ, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან. მათი ეროვნული ნაკრები პირველიდან 24 ივლისის ჩათვლით “კოპა ამერიკის” ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებს. ამ ფეხბურთელებიდან, ახლახან გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში არც ერთს მიუღია მონაწილეობა.

 

ჰოლანდიასთან და რუმინეთთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების შემდეგ, ბრაზილიელმა მწვრთნელმა, მანო მენეზისმა იმ 22 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებიც “კოპა ამერიკაზე” ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებენ. ამ 22 კაციან სიაში დანი ალვესი და ადრიანო კორეიაც მოხვდნენ.

 

ამის გარდა, ბოიანი, ხეფრენი და “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელები: ტიაგო, მონტოია და მინიო ოთხშაბათს დანიაში გაემგზავრებიან, სადაც ისინი “21–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში” გასამარჯვებლად იბრძოლებენ. გუნდის მწვრთნელის, ლუის მილიას დებიუტი შაბათს შედგება, როდესაც ესპანელები ინგლისელებს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი ესპანელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი ახლა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრას ცდილობენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში