FIFA-ს მიერ აღიარებულმა კომპანია CIHEFE-მ ლა ლიგაში 1928 წლიდან 2020 წლამდე მოთამაშე ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სამეცნიერო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია.
კრიტერიუმებში შედიოდა გოლების რაოდენობა, გოლების ტიპები, ბარათები და დისკვალიფიკაციები, სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრობა, საერთაშორისო მატჩები და სხვ. საუკეთესოების გამოსავლენად სულ 9 724 მოთამაშის მონაცემები შეადარეს.
ტოპ 5 ადგილი ასე გადანაწილდა:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 695 ქულა
2. კინი (ხიხონი, ბარსელონა) – 566 ქულა
3. სესარ როდრიგესი (ბარსელონა, ელჩე) – 557 ქულა
4. ტელმო სარა (ბილბაო) – 532 ქულა
5. რაულ გონსალესი (რეალი) – 528 ქულა
აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალის” ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ, 457 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.
Barca_MNS,
სპორტის მეცნიერული შესწავლა, კი ბატონო სოსულელეა,მაგრამ ალვეში ნუ მსოფლიოს საუკეთესლ ფეხბურთელი არა მარა საკუთარ პოზიციაზე რო მინიმუმ ტოპ2 ში შედის ფაქტია
რათ უნდოდა მაგას გამოკვლევა
რომელი პლანეტიდანაა ეგ თუ დაადგინეს.
მემგონი უაზრობაა სპორტის მეცნიერუალდ შესწავლა. ასე შეიძლება დანი ალვეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მეორე კი მაგ საუკეთესოობაში მაქსველი იქნება – ვგულისხმობ ტროფიების რაოდენობას. მოკლედ რთული რამეა შეხედო ამ ყველაფერს, ჩვენ მაინც ჩვენი ემოციებიდან გამომდინარე ვირჩევთ. ახლა დაჯდება ვიღაც გამოითვლის და ტოპ ლიგებში მესი ყველაზე ბოლო იქნება (ერთ-ერთი) იმიტო რო მხოლოდ ლა ლიგაშიაქ გოლები და ა.შ მოკლედ ჩემი აზრით არაფრის მომცემია ეს დასკვენბი.
მეეჭვება, რომ მესის ვინმემ აჯობოს ესპანეთის ჩემპიონატში, ოდესმე. ძალიან დიდია.
რათ უნდა საუბარი რო მსოფლიოშიც საუკეთესოა