workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე – რამდენიმე ტრანსფერის მოლოდინში

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე – რამდენიმე ტრანსფერის მოლოდინში

დღეს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ბარსელონაში”, შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს. ივარაუდება, რომ ერიკ გარსია და მემფის დეპაი მოვლენ, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, ჟან-კლერ ტოდიბო და რაფინია კი წავლენ.

გთავაზობთ ტრანსფერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბოლო ცნობებს:

მომსვლელები

ერიკ გარსია
  • 19 წლის ცენტრალურ მცველს “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს.
  • ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იქნება, რადგან “მანჩესტერ სიტი” კატალონიელების ამჟამინდელ 20-მილიონიან შეთავაზებაზე უარს ამბობს.
  • გარსიას მოსვლა დამოკიდებულია ჟან-კლერ ტოდიბოზე: თუ ფრანგი მცველი წავა, “ბლაუგრანა” “ქალაქელებს” უკეთეს შეთავაზებას გაუკეთებს.
მემფის დეპაი
  • “ლიონის” სპორტულმა დირექტორმა, ჟუნინიომ, გუშინ დაადასტურა, რომ დეპაის “ბლაგრანასთან” შეთანხმება აქვს.
  • ნიდერლანდელ ფეხბურთელს ბარსელონაში დღეს ელოდებიან.
  • გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის შემტევის ტრანსფერის განხორციელება რთულია და კატალონიური კლუბიდან წამსვლელ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

წამსვლელები

უსმან დემბელე
  • 23 წლის ფრანგი შემტევის გაყიდვა მემფის დეპაის “ბარსელონაში” გადმოსვლას წაადგება.
  • ვრცელდება ცნობები, რომ ერთადერთი კლუბი, რომელიც დემბელეთი ინტერესდება, “მანჩესტერ იუნაიტედია”.
  • ივარაუდება, რომ უახლოეს საათებში “წითელი ეშმაკების” წარმომადგენლები “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს გამართავენ. კატალონიელებს უსმანის მხოლოდ გაყიდვა სურთ და არა იჯარა.
სამუელ უმტიტი
  • თუ დღის ბოლომდე “ბარსელონა” უმტიტის თაობაზე შემოთავაზებას არ მიიღებს, ფრანგი ცენტრალური მცველი დარჩება.
  • 26 წლის მოთამაშეთი “რომა”, “რენი”, “ნაპოლი” და “ლიონი” ინტერესდებიან.
ჟან-კლერ ტოდიბო
  • 20 წლის ფეხბურთელს “ბარსელონას” დატოვება არ სურს, თუმცა კლუბს მასთან განშორება უნდა.
  • ახალგაზრდა უკანახაზელის შეძენის სურვილს “ფულემი” და “დორტმუნდი” გამოთქვამენ.
რაფინია
  • “ბარსელონასა” და ბრაზილიელ ნახევარმცელსაც იმედი აქვთ, რომ დღის ბოლომდე შემოთავაზებას მიიღებენ.
  • მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს წასვლა სურს და მისი შენარჩუნება არც კლუბს უნდა, რაფინიას დარჩენის შანსი დიდია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • rivaldo80
    schedule 05 ოქტ 2020, 15:09

    ტოდიბოს გარდა ვერავის გაყიდიან…ნორმალურ მოაზროვნე ადამიანს დემბელე რად უნდაა?? უმაქნისი არაპროფესიონალი ტრავმიანი…უმტიტიი ცალფეხაა ეგეც რატო უნდა იყიდოს კაცმა…რაფინიას ძვირს აფასებენ..

  • Albicelecte
    schedule 05 ოქტ 2020, 14:05

    1 საათში დაიწერება, რომ სატრანსფერო ბაზარი დაიხურა, სამწუხაროდ ბარსელონა ფეხბურთელს 1 წრის დასრულებამდე ფეხბურთელს ვეღარ შეიძენსო
    მორჩა კინო, დავიშალეთო

  • C.PC5
    schedule 05 ოქტ 2020, 13:32

    რაფინიას აასხმევინონ ფული უნდა გააკეთონ მაგის წასვლით

  • Wtf man
    schedule 05 ოქტ 2020, 13:20

    კაროჩე გრიზმანი ბუსკეცი და რობერტო უნდა ამოაგდოს ძირითადიდან. ტრინკაო დესტი და პიანიჩი მაგათ მაგივრად. დემბელეს კიდე მისცენ დრო ფატის როცა ხედავენ რო არ გამოსდის თამაში შეცვალონ დემბელეთი გამწვავებით დემბელე უფრო გაამწვავებს

  • marco reus 11
    schedule 05 ოქტ 2020, 13:09

    კუმანი ატრაკებს , რა გონია მაგას უვინგეროდ ძლიერ გუნდებთან რამეს გახდება? ჩემს ფეხებს გახდება. ხალხო ბარსელონა თუ იგებდა რამე ღირებულს სულ ძლიერი ვინგერები ყავდა , ერთ ფლანგზე მაინც ყავდა ბოლო ბოლო. ეთამაშებინა ერთხელ დემბელეც , გავიგეთ რო უვარგისია, მარა უკეთესი რო არ გვყავს ამის მიხვედრა ასე ძნელია? სევილია ორგანიზებული გუნდია და არ ტოვებს სივრცეებს , ასეთ დროს უნდა გაწელო მაქსიმალურად შეტევა , სწაფად რო მოქმედებს აუტის ხაზთან ეგეთი ფეხბურთელი ნეიმარის მერე აღარ გვყავს. დემბელეზე არაფერს ვამბობ ,მაგ კაცს შეუძლია თამაში (შეეძლო ყოველშემთხვევაში) მთელი რეალი მარტომ ათრია ჩემი ორი თვალით მაწ ნანახი. ან გაააჯ**ევინონ ან ათამაშონ ყველა რატო ისირებს თავს ამ კლუბში :@

  • CABO CABO
    schedule 05 ოქტ 2020, 13:08

    საქართველო ბელარუსზე 4 ბილეთი მაქვს თებერვალში ნაყიდი და დამიშვებენ ამ ბილეთებით? ან უკან მიიღებენ? ვინმემ გამარკვიოთ იქნებ უტყუარი პასუხით <3

  • getsby
    schedule 05 ოქტ 2020, 13:02

    ამდრნხანს ვერ მოიყვანეს და ბოლო დღეს როგორღა მოიყვანენ.დ სისულელეა ,ან რა გარსია ვინ უნდა ამოაგდოს მაგან ვერც პიკეს და ვერც ლენლგლეს კონკურენციას ვერ გაუწევს ეგ

  • M10 S9 D11
    schedule 05 ოქტ 2020, 12:59

    დემბელეს გაშვება არ შეიძლწბა საშიროა გუნდში მაგის ყოფნა ბრაიტვაიტი რისთვის ყავს გაუშვან ის და გარსიაზე ისევ იმ აზრზე ვარ რო ჯობია ტოდიბოს მისცენ სათამაშო დრო

  • toga
    schedule 05 ოქტ 2020, 12:43

    არ მგონია ვინმე წავიდეს ან მოვიდეს. ვისი გაყიდვაც უნდათ იმას წასვლა არ უნდა და ბარსელონას კი ფული არ აქვს რომ ახალი ვინმე მოიყვანოს.
    ისე გარსიამ რომ დაიცადოს ერთი წელი კი ღირსი იქნება სიტი . მომინდომეს 20 ზე მეტი. ბევრის არ იყოს მეც არ მეიემდება ეს გარსია და სიმართლე რომ ვთქვათ დეფაის იმედიც არ მაქვს. იმედია ვცდები

  • basa7
    schedule 05 ოქტ 2020, 12:39

    ვერც ვერ ვერ ხვდები რატო აიწვეს ამ გარსიაზე კუჭი, ეგ რო კარგი იყოს გვარდიოლა მაგას გამოუშვებდა? ან აქამდე არ ექნებოდა გაგრძელებული ხელშეკრულება?

  • ROUCH
    schedule 05 ოქტ 2020, 12:33

    და რა აქ ამ გარსიას ან ჯერ 20 მილიონისა და მერე კოდე მეტსაც მიცემენ ტოდიბოს წასვლის მერეო, მაგარი ეღიტინებათ 20ზე მეტი მიცე კაცში რომელიც მაგდენი არ ღირს და თან 1სეზონში უფასო ხდება, ხო მიეცით 25 და მეტი და რო ჩაიკურკლავს გაუშვით 5-10 მილიონად მაგის მეტი რა გიკეთებით