“ბარსელონას” მარცხენა მცველი ჟუნიორ ფირპო, რომელსაც აქამდე წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, როგორც ჩანს, კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ფირპო, სავარაუდოდ, “ბლაუგრანაში” დარჩება. ჟუნიორმა იცის, რომ ჟორდი ალბას, მასთან შედარებით, უპირატესობა აქვს, თუმცა დომენიკელი ფეხბურთელი ასევე ფიქრობს, თუ ალბა სათანადო დონეს ვერ აჩვენებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მას სათამაშო დროს აუცილებლად მისცემს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ჟუნიორ ფირპოს შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა მან ყველა მათგანზე უარი თქვა და “ბარსელონაში” დარჩენა აირჩია.
კუკურელა ალბას გამო ხომ არ გაუშვეს?!
აშკარად პროგრესირებდა ტიპი და ამას შეეშინდა, ძირითადიდან ამომაგდებსო….
ეგეთი ორღობე სიტუაცია იყო ვალვერდესა და სეტიენის ხელში
ალბა მიდის?
ამას რო იყიდი და კუკურელიას გაუშვებ მაშინ მთავრდება შენი ფეხბურთის ცოდნა
მირანდას დატოვებას ისევ ამან ითამაშოს ჯობია
აბა ალბა რომ დაიმტვრეს ლიგის წინ ან დისკვალიფიკაცია ჰქონდეს მირანდას ხომ არ ათამაშებდნენ
რაღა გვიჭირს 🙉