ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი, დავიდ ვილია, თვლის, რომ თავის გუნდს კიდევ შეუძლია პროგრესი, რადგანაც უმაღლეს მწვერვალს ჯერ არ მიუღწევიათ.
“პროგრესი ყოველთვის შესაძლებელია. შემდეგ სეზონში იგივე შემართებით ვიასპარეზებთ, როგორც წელს. ჩვენი მიზანია – მოვიგოთ ტიტულების მაქსიმალური რაოდენობა. უკეთესად თამაშის ძალა შეგვწევს”. განაცხადა ვილიამ კლუბის ტელეარხთან ინტერვიუში.
“მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ. მართლია დავმარცხდით სამეფო თასის ფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, მაგრამ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი: ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. მთავარი ისაა, რომ “ბარსელონა” დაბალანსებულია ყველა ასპექტში და მზადაა ყველა იმ ფრონტზე იბრძოლოს, სადაც საასპარეზო აქვს”.
“გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი. ბედნიერი ვარ, რომ მოვედი “ბარსელონაში” და ყველაფერი სწორედ ისე წარმიმართა, როგორც ვოცნებობდი”.


