ესპანელი მარცხენა მცველს, ანხელინიოს, რომელიც “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა “ლაიფციგიში” თამაში არჩია, ჰკითხეს, თუ რატომ ამჯობინა “ბარსას” გერმანული კლუბი.
“შესანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს ჩემი დამატება სურდა. თუმცა, ჩემს გადაწყვეტილებაში ყოველთვის მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული. “ლაიფციგში” გადასვლა მინდოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ინტერესდებოდნენ თუ არა სხვა კლუბები.
ამ გუნდთან კავშირს პირველი დღიდან ვგრძნობ. “ლაიფციგი” ჩემი შესაფერისია და ძალიან მაღალი მიზნები გვაქვს”. – თქვა ანხელინიომ.
23 წლის ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიდან” “რედ ბულ ლაიფციგს” იჯარით პირველად წინა ზამთარში შეუერთდა, ახლა კი ხელშეკრულება გახანგრძლივდა და თუ ანხელინიო ბუნდესლიგის კლუბში 12-ზე მეტ მატჩს ჩაატარებს, “ლაიფციგს” მისი შესყიდვა დაევალება.
გრიმალდო მოიყვამეთ გრიმალდო
ლიგაზე ზედმეტია ლაპარაკი კიარა ჩვენზე შორს გავიდნენ წელს, ბუნდესლიგაში კიდევ ორი წელია ზედიზედ ტოპ 3-შია. ძაან პერსპექტიულია ლაიპციგი, ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი გუნდი
კაი ეხა რა მაღალი მიზნები გაქვთ ბუნდესლიგას ბაიერნი არ მოგაგებინებთ ისევე როგორც გერმანიის თასს და ლიგაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი და რა ჩემი ფეხები უნდა მოიგოთ
ჰოდა იყავი მანდ