კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი მცველის, გაბი მილიტოს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი სხვა კლუბში წასვლას არ აპირებს.
ადრიან ფაიჰას განცხადებით, მართალია მილიტოს კატალონიურ კლუბში თამაშისთვის დიდი დრო არ ეძლევა, თუმცა კარიერის გაგრძელებას ჯერჯერობით მაინც “ნოუ კამპზე” აპირებს. “მილიტო სხვა გუნდს არ ეძებს, რადგანაც მას “ბარსასთან” 2012 წლამდე აქვს კონტრაქტი, რითიც ძალიან მოხარულია. ერთხელ იგი ამის თაობაზე პეპ გვარდიოლასაც და ანდონი სუბისარეტასაც ესაუბრა. სხვა საქმეა, თუ მათ გრანდები დააინტერესებენ”, – განაცხადა ფაიჰამ.



