“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, იაია ტურე, Unicef-ის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე სკანდალში გაეხვა.
37 წლის კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი საქველმოქმედო მატჩის წინ, აქციაში მონაწილე სხვა ფეხბურთელებს, სასტუმროში 19 სექსმუშაკის მიყვანას სთავაზობდა. რაზეც მათ აქციის ორგანიზატორებთან პროტესტი გამოხატეს და ღონისძიებიდან ტურეს დაუყოვნებლივ მოკვეთა მოითხოვეს, რაც მოხდა კიდეც.
მალევე, ტურემ ტვიტერის საშუალებით განცხადება გაავრცელა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხოდა.
იგი “ბარსელონას” ღირსებას 2007-2010 წლებში იცავდა, ამჟამად კი ჩინეთის სუპერ ლიგაში ასპარეზობს.
იმათაც ეგრევე რო ჩაუშვეს,კაცი სიკეთეს უკეთებდა 😀
დაბერდა და დაისქნაო ამაზეა ნათქვამი. სულელი