ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

12 სექტემბერს “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1948 წელი

“ოვიედოსთან” გამართულ შეხვედრაში სესარ როდრიგესმა 4 გოლი გაიტანა და გუნდს ანგარიშით 5-2 მოგებაში დაეხმარა.

1962 წელი

ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” და “ვალენსიამ” 1-1 ითამაშეს, 2 შეხვედრის ჯამში კი “ბარსამ” 3-7 წააგო.

1992 წელი

“ტენერიფესთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1-1) ანდონი სუბისარეტამ ლა ლიგაში მე-400 თამაში ჩაატარა.

1995 წელი

უეფას თასზე (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ბეერ შევას “აპოელთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” 7-0 მოიგო. გოლები როხერმა (3), ფიგუმ (2), დე ლა პენიამ და ოსკარმა გაიტანეს.

1998 წელი

ლა ლიგაში “ექსტრამადურასთან” 1-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით პატრიკ კლუივერტის ოფიციალური დებიუტი შედგა.

2001 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ლიონთან” “კამპ ნოუზე” გასამართი მატჩი წინა დღეს ამერიკაში მომხდარი ტერაქტის გამო ერთი თვით გადაიდო.

2015 წელი

“ბარსელონაში” გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ ლა ლიგაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დებიუტი შედგა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 15:15

    2015 წელი
    "ბარსელონაში" გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ ლა ლიგაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დებიუტი შედგა.
    მაშინ როცა უკვე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პირადად გახდა.

  • La Pulga10
    schedule 12 სექ 2021, 14:35

    შტეგო ბარსას საუკეთესო მეკარეა და არ დაიწყოთ ეხლა ვალდესი ჯობდა და ა.შ.

  • azulgerana
    schedule 12 სექ 2021, 12:44

    ისე რა საინტერესოა 2001 ში 12 სექტემბერს გადაიდო თამაში და ზუსტად 21 წელში 2021ში 11 სექტემბერს გადაიდო თამაში.

  • C.PC5
    schedule 12 სექ 2021, 10:16

    ისე რა ფუფუნება იყო ბრავო ლა ლიგაში თამაშობდა და შტეგო ლიგაზე, ფაქტიურად მაგ პერიოდში ორი გუნდი იყო ერთში თავმოყრილი. ეჰჰჰ…😞