workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
MD: ანსუ ფატი საიმედოდ არის დაცული

MD: ანსუ ფატი საიმედოდ არის დაცული

Mundo Deportivo-ს მტკიცებით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონას” ანსუ ფატის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

დღეს, Sport-მა იუწყა, რომ “ბარსა” ფეხბურთელის “მანჩესტერ იუნაიტედისგან” დაცვის მიზნით, მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს. MD-ს მტკიცებით კი მოქმედ კონტრაქტში არსებული პირობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაფორმდა, ფატის დაკარგვის ალბათობას ნულს უახლოვებს.

კერძოდ, ამ მომენტისთვის, ანსუს გამოსასყიდი თანხა 170 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც, მისი პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, 400 მილიონამდე ავტომატურად გაიზრდება. სავარაუდოდ, ეს მომდევნო სეზონშივე მოხდება.

პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, “ბარსელონაში” დარწმუნებულები არიან, რომ მომდევნო ორ თვეში 170 მილიონი ევროს გადახდას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს.

გარდა ამისა, “ბარსა”, ბორი ფატი (ფატის მამა) და როდრიგო მესი (ფატის აგენტი, ლიონელ მესის ძმა) უკვე შეთანხმდნენ, რომ ანსუ კარიერას “კამპ ნოუზე” გააგრძელებს.

2020/21 წლების სეზონში 17 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 24 ივლ 2020, 20:18

    ციტატა: Pique_3
    მომავლის გუნდი იკვრება ბარსაში ნელ-ნელა😇
    შტეგენი კიდევ დიდხანს იქნება კარში,მინიმუმ 7-8წელი და გუნდის კაპიტანიც გახდება უეჭველი🥰
    შტეგენი
    სემედუ-არაუხო-ტოდიბო-????
    პედრი-დეიონგი-პუჩი
    ტრინკაუ-ლაუტარო-ფატი
    ტოდიბოს თუ გაყიდიან უპამეკანო პაუტორესი ან გარსია დაითრიონ🙂ფლანგის მცველიც გამოჩნდება ვინმე კაი და ეგ გუნდი 10 წელი ითამაშებს უმაღლეს დონეზე შესაბამისი მწვრთნელით😎


    პუჩის ნაცვლად ალენია

  • Pique_3
    schedule 24 ივლ 2020, 19:31

    მომავლის გუნდი იკვრება ბარსაში ნელ-ნელა😇
    შტეგენი კიდევ დიდხანს იქნება კარში,მინიმუმ 7-8წელი და გუნდის კაპიტანიც გახდება უეჭველი🥰
    შტეგენი
    სემედუ-არაუხო-ტოდიბო-????
    პედრი-დეიონგი-პუჩი
    ტრინკაუ-ლაუტარო-ფატი
    ტოდიბოს თუ გაყიდიან უპამეკანო პაუტორესი ან გარსია დაითრიონ🙂ფლანგის მცველიც გამოჩნდება ვინმე კაი და ეგ გუნდი 10 წელი ითამაშებს უმაღლეს დონეზე შესაბამისი მწვრთნელით😎

  • GIo-GxP-FCB
    schedule 24 ივლ 2020, 18:49

    მამა ბარცას ფანი .აგენტი ლეოს ძმა ბიჭიც ბარცას ფანი არსად წამსვლელი არარი შემდეგი სეზონიდან უნდა იყოს სასტავში რეგულარულად. ხავი მწვრთნელი 2 3 კაი ტრანსფერი პლუს ახალგაზრდები იმედია შემდეგი წლიდან გუნდს დავემსგავსებით

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2020, 18:32

    პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, "ბარსელონაში" დარწმუნებულები არიან, რომ მომდევნო ორ თვეში 170 მილიონი ევროს გადახდას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს.
    ვერ გავიგე, ფეხბურთელს აღარ ეკითხებიან? თუ ეგეც ნეიმარია?

    ციტატა: MESSI-N1 4ever
    ვაა მესია გვარად ანსუს აგენტი :დ


    ეგ ლეოს ძმაა, როგორც მახსოვს.

  • MESSI-N1 4ever
    schedule 24 ივლ 2020, 18:09

    ვაა მესია გვარად ანსუს აგენტი :დ